Thumbnail

ჰოკეი | აშშ ჩემპიონია, რუსები მედლების გარეშე დარჩნენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კანადა 0:2 აშშ
  • ფინეთი 4:1 რუსეთი
  • ედმონტონში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი დასრულდა

ჰოკეის ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი მოულოდნელად დასრულდა. ფინალურ მატჩში მარცხი განიცადა კანადის ნაკრებმა, რომელიც ამერიკელებს შინ ეთამაშებოდა, მსაჯებიც ადგილობრივები იყვნენ და თითქოს, გადამწყვეტ თამაშამდეც გაცილებით თავდაჯერებულები მივიდა.

აშშ-ს ნაკრებმა ანგარიში პირველივე პერიოდში გახსნა (თავი ტურკოტმა გამოიჩინა), მეორის სტარტზე კი ზეგრასმა გაიტანა და როგორც აღმოჩნდა, საბოლოო ანგარიში (2:0) დააფიქსირა. ცნობისთვის, სწორედ ტრევორ ზეგრასი აღიარეს ჩემპიონატის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP). მის აქტივში 18 ქულა (7 გოლი+11 პასი) იყო.

საინტერესოა, რომ ამერიკელებმა მთელს ტურნირზე ერთადერთი მარცხი (3:5) რუსეთთან განიცადეს, რომელმაც ჩემპიონატი მედლების გარეშე დაასრულა. რუსებს ამბიციები ამჯერადაც დიდი ჰქონდათ, თუმცა, ფაქტია, რომ შეჯიბრის მოგებას უკვე 10 წელია ვერ ახერხებენ. ისინი ბრინჯაოს მატჩში ფინელების გაეჯიბრნენ და მართალია, პირველებმა გაიტანეს, საბოლოოდ, 1:4 განადგურდნენ. საგულისხმოა, რომ რუსებმა მსოფლიო პირველობის ბრინჯაოს მედლებისთვის უკვე მეცხრედ ითამაშეს და მარცხი პირველად შეემთხვათ.

კომენტარები

ბოლო ამბები