Thumbnail

UFC | კონორმა და პორიემ, 24 იანვარს, შესაძლოა ტიტულისთვის იჩხუბონ

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

დღეს, ცნობილი გახდა, რომ კონორ მაკგრეგორმა და დასტინ პორიემ შესაძლოა 24 იანვარს ქამრისთვის იჩხუბონ. თავდაპირველად, ბრძოლა რიგითი რეიტინგული ჩხუბი უნდა ყოფილიყო.

ამის შესახებ MMA-ის სამყარო მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც გულშემატკივარს UFC-ის ინსტაგრამის გვერდმა უცნაური კითხვით უპასუხა - თუ ვინ დატოვებდა ოქტაგონს ქამრის გარეშე...

ეს კონორ მაკგრეგორის და დასტინ პორიესთვის მეორე ბრძოლაა - პირველად, ორი სპორტსმენი ერთმანეთს 2014 წელს დაუპირისპირდა და შეხვედრა მაკგრეგორის გამარჯვებით დასრულდა.

უსმანი გილბერტ ბარნსთან იჩხუბებს

UFC-ის საშუალო-მძიმე წონის ნიგერიელი ჩემპიონი - კამარუ უსმანი, თებერვალში საჩემპიონო ქამარს ბრაზილიელი გრეპლერის - გილბერტ ბარნსის წინააღმდეგ დაიცავს.

ბარნსი ჯიუ-ჯიცუს შავ ქამარს ფლობს, თუმცა ბოლო ბრძოლები დგომშიც კარგად გამოიყურება. ზედიზედ 6 მოგება აქვს და დიდი ალბათობით უსმანს იმაზე მეტ წინააღმდეგობას გაუწევს, ვიდრე ეს ტაირონ ვუდლიმ და კოლბი კოვინგტონმა შეძლეს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები