Thumbnail

ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს - ნიკა კაჭარავას ტრავმა მოსალოდნელზე მძიმეა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ნიკა კაჭარავას ტრავმა უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ
  • 26 წლის ფორვარდს ლეხი არ გამოისყიდის

საქართველოს ნაკრებისა და პოზნანის ლეხის თავდამსხმელ ნიკა კაჭარავას მიმდინარე სეზონი გაუცდება. როგორც კვიპროსული მედია იტყობინება, ქართველ ფორვარდს ოპერაცია სჭირდება და სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.

ნიკამ ტრავმა 3 დეკემბერს, ევროპალიგაზე ლისაბონის ბენფიკასთან მატჩში მიიღო, როდესაც მის წინააღმდეგ ნიკოლას ოტამენდიმ იუხეშა. თავდაპირველად, ლეხის სამედიცინო შტაბის შეფასებებით, დაზიანება ასეთი სერიოზული არ ჩანდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი გართულდა.

Larnakasports წერს, რომ ამ ტრავმის გამო ლეხი კაჭარავას დიდი ალბათობით აღარ გამოისყიდის, რაც ნიშნავს, რომ კვიპროსში დაბრუნდება და ზაფხულში ანორთოსისს შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კაჭარავა ფამაგუსტას ანორთოსისის საკუთრებაა. მიმდინარე სეზონის წინ იჯარით ლეხში გადავიდა, რომლის რიგებში ჩატარებულ 14 მატჩში (3-ჯერ იყო ძირითადში) 1 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები