Thumbnail
  • ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა საუთჰემპტონთან ძალიან ცუდად ითამაშა
  • ლივერპულის ყოფილი მცველი მას მკაცრად აკრიტიკებს

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს ორშაბათს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდი დღე ჰქონდა. ლივერპულის მარჯვენა მცველმა საუთჰემპტონთან წაგებულ შეხვედრაში (0:1) არც მეტი, არც ნაკლები, ბურთი 38-ჯერ დაკარგა!

ეს ანტი-რეკორდია - პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ამდენი დაკარგვა სხვას არავის ჰქონია!

გარდა ამისა, მეტწილად ალექსანდერ-არნოლდის ბრალი იყო ინგსის გოლი, რომელიც ლივერპულმა 111-ე წამზე გაუშვა. ამიტომაც თქვა მატჩის შემდეგ მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა Sky-ს მიკროფონში ასეთი რამ: “ჩვენ გვყავდა ფეხბურთელი, რომელსაც ბურთი უნდა დაეცვა, მაგრამ ეს ვერ შეძლო. ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე, ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ.”

ალექსანდერ-არნოლდი ლივერპულის ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმაც გააკრიტიკა: “მისი თამაშის შესაფასებლად მხოლოდ ის მომენტიც საკმარისია, თუ როგორ დაკარგა მეტოქე ფეხბურთელი თვალთახედვის არედან. ეს დიდი შეცდომა იყო, უკეთ უნდა მოქცეულიყო.”

კლოპმა ალექსანდერ-არნოლდი მოედნიდან 77-ე წუთზე გაიყვანა. სიგიჟეა, მაგრამ ფაქტი: ისე გამოვიდა, რომ ტრენტი ბურთს ყოველ 2 წუთში ერთხელ კარგავდა.

გაგახსენებთ, რომ სეზონის წინ ალექსანდერ-არნოლდი წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტრენტმა 30-წლიანი პაუზის შემდეგ ლივერპულის ჩემპიონობაში 13 საგოლე პასით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. 22 წლის მარჯვენა მცველი ამ სეზონში ცუდ ფორმაშია - ამ დრომდე მხოლოდ ორი საგოლე გადაცემა აქვს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • ბაიერნი
  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • პსჟ
  • იუვენტუსი
  • რეალი
  • ბარსელონა
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები