Thumbnail
  • ფრენკ ლამპარდს ალბათ მაინც მალე გაუშვებენ
  • ჩელსის ხელმძღვანელები 4 კანდიდატზე ფიქრობენ

ლონდონის ჩელსის მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის შესახებ ამ დღეებში ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. ზოგიერთი ინგლისური გამოცემა წერს, რომ ლონდონელები მწვრთნელს მალე გაათავისუფლებენ, ზოგი კი გვამცნობს, რომ ჩელსის ხელმძღვანელებმა ლამპარდის შეცვლა ამ ეტაპზე გადაიფიქრეს.

ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია: თუ ჩელსი შედეგებს არ გამოასწორებს, ლამპარდს ადრე თუ გვიან დაითხოვენ. 17 ტურის შემდეგ გუნდი პრემიერლიგაში მე-9 ადგილზეა და ბოლო 3 შეხვედრიდან 2 წააგო. 

დღეს The Independent წერს, რომ ჩელსის ბოსები აქტიურად აგრძელებენ ფიქრს და მუშაობას, თუ ვინ უნდა შეცვალოს ლამპარდი და როგორც კი სასურველ კანდიდატს დაითანხმებენ, ფრენკს დაემშვიდობებიან. ხსენებული გამოცემის ინფორმაციით, ჩელსის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ახლა 4 სპეციალისტი განიხილება: ბრენდან როჯერსი (ლესტერ სიტი), რალფ ჰაზენჰიუტლი (საუთჰემპტონი), უმუშევარი მასიმილიანო ალეგრი და პარი სენ-ჟერმენიდან ახლახან გათავისუფლებული თომას ტუხელი.

ორიოდე დღის წინ ვრცელდებოდა ცნობები, რომ ჩელსის ბოსები ანდრეი შევჩენკოს დანიშვნაზეც ფიქრობენ. ჩელსის პრემიერლიგის მომდევნო მატჩი 15 იანვარს, ფულჰემთან უწევს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • ბაიერნი
  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • პსჟ
  • იუვენტუსი
  • რეალი
  • ბარსელონა
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები