Thumbnail

ჩიკაგო ბულსთან მარცხის შემდეგ დალასი ისევ დაბრუნდა, რაც ლუკა დონჩიჩის დამსახურებაა - მავერიკსმა ჯეიმს ჰარდენის ჰიუსტონ როკეტსი 113:100 დაამარცხა. გარდა სლოვენიელი სუპერვარსკვლავისა, ეს თამაში დალასის რადიკალურად გაუმჯობესებულმა დაცვამ მოიგო.

თუკი წინა შეხვედრაში დალასმა ჩიკაგოს 118 ქულა ჩააგდებინა, როკეტსთან მავერიკსის დაცვა გაცილებით უკეთესი იყო. მართალია, ჰარდენმა 21 ქულა ჩააგდო და 10 ასისტიც გააკეთა, მაგრამ 17 სროლიდან მხოლოდ 5 ჩააგდო და 11-დან მხოლოდ 3 სამიანი ჰქონდა ზუსტი. უკეთესი იყო კრისტიან ვუდი - 23 ქულით (8/15).

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • ბრუკლინი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ბოსტონი
  • მაიამი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

თუმცა დალასის წინააღმდეგ ეს არ იყო საკმარისი. ლუკა დონჩიჩი სამმაგი დუბლით გამოირჩა - 33 ქულა, 16 მოხსნა და 11 ასისტი. აქ ისიც აღსანიშნავია, რომ დონჩიჩს 8 დაკარგვა ჰქონდა და მხოლოდ სამი 3-ქულიანი ჩააგდო (10-დან). 

აი, ტიმ ჰარდაუეიმ კი 8 სამიანის ჩაგდება შეძლო (10-დან) და ჯამში 30 ქულას მოუყარა თავი. კარგი შედეგები დააფიქსირეს ჯოშ რიჩარდსონმა და უილი კოლი-სტაინმაც - 15-15 ქულა. 

კომენტარები

ბოლო ამბები