Thumbnail

NBA | კარი ისევ დომინირებდა - გოლდენ სტეიტმა ყველაფერი გამოასწორა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

აი, რამდენი რამ შეიძლება შეიცვალოს სულ რაღაც 2 დღეში. გოლდენ სტეიტი, რბილად რომ ვთქვათ, ცუდ სიტუაციაში იყო, ორ დღეში ზედიზედ ორმა მოგებამ კი ყველაფერი რადიკალურად შეცვალა და უორიორსზე უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ სეზონი ცუდად კი არა, ძალიან ნორმალურად დაიწყო.

მართალია, სტეფ კარიმ ამჯერად 62 ქულა ვეღარ ჩააგდო, მაგრამ ეგეთები ყოველდღე არ ხდება. სამაგიეროდ, ორგზის MVP ისევ შეუდარებელი იყო და მისი გუნდიც მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

კარიმ ამჯერად მხოლოდ 31 წუთი ითამაშა და ამ დროში 30 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი მიითვალა. მატჩის ბოლო მეოთხედში სტეფი უკვე ისვენებდა, რადგან გოლდენ სტეიტმა მატჩის ბედი მანამდე გადაწყვიტა. სტივ კერის გუნდმა განსაკუთრებით კარგად სამქულიანები ჩაყარა - 43 მცდელობიდან 23 სამიანი ჩააგდეს.

საკრამენტოს კალათბურთელები კი ვერ გაერთნენ. კინგსი პირველი მეოთხედის შემდეგ უკვე 17 ქულით აგებდა. სტუმართა გუნდიდან ყველაზე პროდუქტიულები დე’აარონ ფოქსი და ჰარისონ ბარნსი იყვნენ - 18-18 ქულით.

კომენტარები

ბოლო ამბები