Thumbnail

მოუგო, მუხლებზე დაემხო და ატირდა - კლოპის ლივერპული სეზონში მეორედ დამარცხდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საუთჰემპტონი 1:0 ლივერპული | გოლი: 1:0 ინგსი (2)
  • იურგენ კლოპის კომენტარი მატჩის შემდეგ

ინგლისის პრემიერლიგაში სეზონში მეორე მარცხი იგემა ლივერპულმა, რომელსაც საუთჰემპტონმა დენი ინგსის გოლით მოუგო - 1:0. წაგების მიუხედავად, ლივერპული 33 ქულით ლიდერია, თუმცა ამდენივე ქულა აქვს მანჩესტერ იუნაიტედს, რომელსაც მატჩით ნაკლები აქვს გამართული. 

გამარჯვების გოლი დენი ინგსმა მე-2 წუთზე გაიტანა

გამარჯვების შემდეგ საუთჰემპტონის ავსტრიელი თავკაცი რალფ ჰაზენჰიუტლი მუხლებზე დაემხო და ატირდა. კლოპი 53 წლის ჰაზენჰიუტლისთვის ნამდვილი კერპია, მას "ალპების კლოპს" უწოდებენ.

იურგენ კლოპი (ლივერპულის მწვრთნელი): "დღეს არასწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ. კარში მხოლოდ ერთხელ დავარტყით, ეს ჩემი ბრალია. დიახ, ჩვენ ვწუხვართ, ეს პრობლემაა, მაგრამ საფეხბურთო პრობლემას ისევ ფეხბურთით მოევლება. სულელები არ ვართ, ასი პროცენტით უნდა ვიყოთ მზად, რომ სიტუაცია შემოვაბრუნოთ. საუთჰემპტონმა ეს დაიმსახურა, თავგანწირულად ითამაშა. ცხადია, ეს იყო მათი კარგი თამაში".

საუთჰემპტონი 29 ქულით მე-6 ადგილზეა, თუმცა მე-4-ზე მყოფ ტოტენჰემსაც ამდენივე ქულა აქვს. 17 იანვარს პრემიერლიგაში მთავარი თამაშია - ლივერპული მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები