Thumbnail
  • 📅 6 იანვარი | ⌚ 23:45 | ⚽ მილანი V იუვენტუსი
  • პიოლის გუნდს იბრაჰიმოვიჩი და ბენასერი ისევ დააკლდება
  • დიდი ალბათობით, იუვე მორატას გარეშე ითამაშებს

ოთხშაბათს იტალიაში დიდი თამაშია - ჩემპიონატის ლიდერი მილანი ბოლო 9 წლის უცვლელ ჩემპიონს, ტურინის იუვენტუსს შეხვდება. მილანი იუვეს 10 ქულით ასწრებს (თუმცა 1 თამაშით მეტი აქვს) და გამარჯვების შემთხვევაში მნიშვნელოვან საჩემპიონო განაცხადს გააკეთებს.

ორივე გუნდს დანაკლისი აქვს. განსაკუთრებით კი მილანი დააზარალა ტრავმებმა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ შეხვედრისთვის გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს ზლატან იბრაჰიმოვიჩი. შვედი ისევ ინდივიდუალურად ვარჯიშობს. მის გარდა მილანს ისმაელ ბენასერი და სალემეიქერსი დააკლდება. ბენასერი მოედნის ცენტრში მნიშვნელოვანი ძალაა.

თავის მხრივ, დიდი ალბათობით, დანაკლისით შეხვდება ამ მატჩს ტურინინული გრანდიც. ალვარო მორატამ კუნთი გაიჭიმა და გუშინდელი შეხვედრა გამოტოვა. ანდრეა პირლომ მატჩის შემდეგ ეჭვი გამოთქვა, რომ მორატა მილანთან შეხვედრისთვის დაბრუნებას შეძლებს. ამ შემთხვევაში იუვე ისევ დიბალა-რონალდოს დუეტით შეუტევს.

კომენტარები

ბოლო ამბები