Thumbnail

უსაინ ბოლტის უსწრაფესი სამეული - ვის წაიყვანდა ფეხბურთელებს შორის სარბენად?!

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ბოლტმა პლანეტის სამი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი დაასახელა
  • იამაიკელმა თავის სამეულში მბაპე, ბეილი და კრიშტიანო შეიყვანა

სამყაროს ყველაზე სწრაფი ადამიანი უსაინ ბოლტი ფეხბურთის დიდი მოყვარულიცაა. ის ფეხბურთს ხშირად უყურებს და სტადიონებზეც დადის. მისი ფავორიტი გუნდები კი მანჩესტერ იუნაიტედი და რეალ მადრიდია.

ფიფას ოფიციალურმა საიტმა ბოლტთან ინტერვიუ ჩაწერა და ჰკითხა, თუ ვის მიიჩნევდა თანამედროვეობის უსწრაფეს მოთამაშეებად. კითხვა ამ სახით იყო ფორმულირებული: შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, ვის წაიყვანდა თანაგუნდელებად 4X100 დისტანციაზე სარბენად.

ბოლტმა თავის პოტენციურ თანაგუნდელებად კილიან მბაპე, კრიშტიანო რონალდო და გარეთ ბეილი აარჩია. ბოლტის არჩევანი გასაკვირი არ არის. სამივე მოთამაშე თავისი სისწრაფით და ათლეტიზმით მართლაც გამორჩეულია.

ბოლტი და კრიშტიანო სულაც მეგობრობენ. ცოტა ხნის წინ, სხვა ინტერვიუში ბოლტმა ისიც კი აღნიშნა, რომ ახლა რომ შეეჯიბრონ ერთმანეთს, რონალდო მას აუცილებლად გაასწრებს, რადგან მისგან განსხვავებით, პორტუგალიელი სისტემატიურად ვარჯიშობს და უკეთეს ფორმაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები