Thumbnail
  • გოლდენ სტეიტი 137:122 პორტლენდი
  • სტეფ კარის კარიერის საუკეთესო 62 ქულა ჰქონდა
  • კარიმ 36 წუთი ითამაშა და 60 ქულას სულ რაღაც 31 სროლაში გადაცდა

სათამაშო დღის ყველაზე მხიარულ შეხვედრაში გოლდენ სტეიტი და პორტლენდი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მატჩს დამატებით ინტრიგას ის ფაქტიც სძენდა, რომ ამ გუნდებში თანამედროვეობის ორი გამორჩეული გამთამაშებელი, სტეფ კარი და დემიენ ლილარდი თამაშობენ. დაცვას ვერცერთი გუნდი თამაშობს და ეს ანგარიშზეც აისახა - მაგრად ჩაყარეს და გოლდენ სტეიტმა ანგარიშით 139:122 გაიმარჯვა.

მატჩის მთავარი ამბავი სტეფ კარის კარიერის საუკეთესო - 62 (!) ქულა იყო. ამისთვის სტეფს სულ რაღაც 36 წუთი და 31 სროლა ეყო. კარიმ 16-დან 8 სამქულიანი გამოიყენა, რაც ზუსტი სროლების 50 პროცენტია და 19-დან 18 ზუსტი საჯარიმო ისროლა. პორტლენდი მას უბრალოდ ვერ აჩერებდა და ჯარიმდებოდა.

"ის ნებისმიერ სროლას შეტევის პირველივე ათ წამში აგდებდა. ჩვენ მას ვერცკი ვეწეოდით", - აღიარა სტეფის თანაგუნდელმა ჯეიმს უაიზმანმა.

კარის უფრო მეტი რომ ეთამაშა, მეტსაც ჩაყრიდა. პირველივე მეოთხედში მას 21 ქულა ჰქონდა, თუმცა შემდეგ გოლდენ სტეიტი ანგარიშში წინ გავიდა და მწვრთნელმაც ტრავმის შემდეგ ახალი დაბრუნებული სტეფი აღარ დატვირთა.

კარის ენდრიუ ვიგინსი დაეხმარა თავისი 21 ქულით, 17 ქულა ჰქონდა კელი ოუბრე ჯუნიორს, 12 კი -  ახალგაზრდა ჯეიმს უაიზმანს.

პორტლენდიდან, ტრადიციულად, შედეგიანები იყვნენ უკანახაზელები: დემიენ ლილარდი (32 ქულა) და სი ჯეი მაკკალუმი (28). თუმცა, პორტლენდმა, რომელიც მხოლოდ 41.8%-იანი სიზუსტით ისროდა, ბევრად უფრო შედეგიან და ზუსტ უორიორსს (ზუსტი სროლების 55.7%) ვერაფერი მოუხერხა. პორტლენდი დაცვას ვერ თამაშობს და ახლა, როცა კარის კარიერის ყველაზე შედეგიანი თამაში ჰქონდა, საერთოდ უშანსოდ გამოიყურებოდა.

კარის თამაში ESPN-ის სტივენ ეი სმიტმა მოკლედ და ამომწურავად შეაფასა: "ჩვენ მოწმეები ვართ, როგორ თამაშობს ისტორიის საუკეთესო მსროლელი".

📺 სტეფ კარი V პორტლენდი

კომენტარები

ბოლო ამბები