Thumbnail
  • ჩელსი 1:3 მანჩესტერ სიტი
  • გვარდიოლა გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა

ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურში ლონდონის ჩელსიმ შინ მანჩესტერ სიტისთან 1:3 წააგო. "ქალაქელებმა" ფრენკ ლამპარდის გუნდის კარში მე-18 წუთიდან 34-ე წუთამდე 3 გოლი გაიტანეს და 3 ქულის საკითხიც მატჩის ამ მონაკვეთში გადაწყვიტეს. სიტის თავკაცმა პეპ გვარდიოლამ გასულ შეხვედრას ფანტასტიკური უწოდა:

"დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ. სამწუხაროდ, ბოლოს გოლი გავუშვით, მაგრამ "სტემფორდ ბრიჯზე" ეს შედეგი ჩვენთვის ფანტასტიკურია. ჩვენი თამაში ვითამაშეთ და გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სწორედ ასეთ რიტმში ასპარეზობით გავხდით ორჯერ ინგლისის ჩემპიონები. პრემიერლიგა ამ სეზონში განსხვავებულია. ჩვენ იგივე მწვრთნელი, იგივე პერსონალი, პრაქტიკულად იგივე ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ თითოეულ გამარჯვებას დიდი ძალისხმევა სჭირდება".

მანჩესტერ სიტის 15 მატჩში 29 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე აღზევდა, ჩელსი კი 26 ქულით მე-8 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები