Thumbnail

ლუკაკუმ რონალდოს რეკორდი დაამხო - ბელგიელის მიღწევა ინტერში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ინტერი 6:2 კროტონე
  • რომელუ ლუკაკუს 50-ე გოლი ინტერში

იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში მილანის ინტერმა შინ კროტონეს 6:2 მოუგო. მატჩის გმირი ლაუტარო მარტინესი გამოდგა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა, "ნერაძურის" ბელგიელმა ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ კი ბრაზილიელი რონალდოს რეკორდი მოხსნა.

ლუკაკუმ ინტერის რიგებში 50-ე გოლი 70-ე მატჩში გაიტანა, რაც მილანური კლუბის ისტორიაში ვერავის გაუკეთებია. ძველი რეკორდი ბრაზილიელ რონალდოს ეკუთვნოდა, რომელსაც 50 გოლის გასატანად 77 თამაშის ჩატარება დასჭირდა.

რომელუ ლუკაკუს მიმდინარე სეზონში სერია A-ში 12 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავას კრიშტიანო რონალდოსთან ერთად ლიდერობს, მილანის ინტერმა კი 15 თამაშში 36 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები