Thumbnail
  • 'ის ყოველდღიურად სულ უფრო მეტს მოძრაობს, მეტი დაკონკრეტება გამიჭირდება'
  • პეისერსის 21 წლის ქართველმა ცენტრმა მარჯვენა კოჭის ტრავმა 2 კვირის წინ მიიღო

ინდიანა პეისერსის 21 წლის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე, შესაძლოა, მოედანს მოკლე ხანში დაუბრუნდეს. აღნიშნულის შესახებ კომენტარი ინდიანელთა მთავარმა მწვრთნელმა ნეიტ ბიორგკრენმა გააკეთა, თუმცა, ზუსტ ვადებზე არ უსაუბრია.

“ის ყოველდღიურად სულ უფრო მეტს მოძრაობს და წესით, მალე უნდა დაგვიბრუნდეს, თუმცა, უფრო მეტად დაკონკრეტება გამიჭირდება. სხვას ვერაფერს გეტყვით”.

შეგახსენებთ, რომ ბითაძემ მარჯვენა კოჭის მე-2 ხარისხის ტრავმა 2 კვირის წინ მიიღო და წინასწარი ვარაუდით, იანვარში ვერ უნდა ეთამაშა. მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ გოგას 72-მატჩიანი რეგულარული სეზონიდან 20-25 შეხვედრის გამოტოვება მოუწევდა.

ქართველმა კალათბურთელმა წინა სეზონში 51 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის საშუალოდ 3.2 ქულას და 2.0 მოხსნას აკეთებდა. ტერფის ტრავმის გამო, გოგამ მხოლოდ ერთ წინასასეზონო შეხვედრაში ითამაშა და ფილადელფიასთან 5 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

პეისერსმა მორიგი მატჩი დღეს დილას ჩაატარა და ნიუ იორკ ნიქსთან 102:106 წააგო. ინდიანელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო თამაშს კი 5 იანვარს ნიუ ორლეან პელიკანსთან ჩაატარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები