Thumbnail

'მე დავბრუნდი' - ვოლმა ჰიუსტონს ჰარდენის არყოფნა არ აგრძნობინა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ჰიუსტონ როკეტსის 30 წლის კალათბურთელი ჯონ ვოლი, რომელსაც ტრავმის გამო ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა, ამტკიცებს, რომ თამაში ჯერაც უმაღლეს დონეზე შეუძლია.

ამერიკელი გამთამაშებელი, რომელმაც ქუსლის დაზიანება ჯერ კიდევ 2018 წლის მიწურულს მიიღო (მაშინ ვაშინგტონში თამაშობდა, 1 თვის წინ კი, რასელ ვესტბრუკში გაცვალეს), მოედანს საკრამენტოსთან 1 იანვარს გამართულ მატჩში (122:119) დაუბრუნდა და 22 ქულა, 6 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. დღეს დილით როკეტსმა კინგსს კიდევ ერთხელ სძლია (102:94), ჯონმა კი ამჯერად 28 ქულა, 4 მოხსნა, 6 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა.

შედეგად, უოლი NBA-ში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც 2-წლიანი ან მეტი ხნის უქმობის შემდეგ, ზედიზედ ორ მატჩში 20 ქულაზე მეტის ჩაგდება მოახერხა. სხვათა შორის, თამაშის მიწურულს მან დე’არონ ფოქსს შეცდომის დაშვება აიძულა და გახარებულმა შეჰყვირა: “მე დავბრუნდი”. ცხადია, ეს მომენტი არავის გამორჩენია.

📺 ჯონ ვოლი საკრამენტოსთან მატჩში

ჰიუსტონისთვის ეს სეზონში მე-2 გამარჯვება იყო, რაშიც დიდი წვლილი შეიტანეს კრისტიან ვუდმა (20 ქულა, 15 მოხსნა) და ერიკ გორდონმაც (21 ქულა), საკრამენტოს კი სწორედ ხსენებულმა ფოქსმა ულიდერა 23 ქულით.

ცნობისთვის, გასულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ჰიუსტონის უმთავრეს ვარსკვლავ ჯეიმს ჰარდენს. მან კოჭი საკრამენტოსთან პირველ მატჩში დაიზიანა და მართალია, დღეს შეხვედრის წინა ვარჯიშზე გასახურებლად გავიდა, თამაშის უფლება არ მისცეს. აქვე ვთქვათ, რომ 31 წლის ჯეიმსი, რომელსაც მიმდინარე სეზონის სამ მატჩში საშუალოდ 37 ქულა აქვს, გაცვლას ითხოვს და სავარაუდოდ, როკეტსს მალე დატოვებს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • ბრუკლინი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ბოსტონი
  • მაიამი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები