Thumbnail
  • ტენერიფე 85:92 მადრიდის რეალი
  • შერმადინმა 25 წუთში რეალთან 18 ქულა ჩააგდო

გიორგი შერმადინის ტენერიფემ ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში მადრიდის რეალს უმასპინძლა და 7 ქულით დამარცხდა - 85:92. ტენერიფემ ლიდერობა დათმო და ამჟამად 28 ქულით მე-2 ადგილზეა.

გიორგი შერმადინმა პარკეტზე 25:15 წუთი ითამაშა, რა დროშიც 18 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. გიორგიმ 14-დან 8-ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატში მადრიდის რეალს 2 ქულით ჩამორჩა. გარდა ამისა, რეალს ჩემპიონატში ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. გიორგის და რეალის კალათბურთელ ქეროლს 18-18 ქულა ჰქონდათ. შერმადინი ტენერიფეს რიგებში მოხსნებშიც საუკეთესო იყო.

ტენერიფე მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე იტალიური სასარის წინააღმდეგ ითამაშებს. შერმადინის გუნდი მომდევნო შეხვედრას ესპანეთის ჩემპიონატში გიპუსკოასთან ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები