Thumbnail
  • მაურისიო პოჩეტინო პარიზში ჩავიდა და კონტრაქტი გააფორმა
  • პარი სენ-ჟერმენმა არგენტინელის დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა

პარი სენ-ჟერმენს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - როგორც მოსალოდნელი იყო, ეს მაურისიო პოჩეტინოა! თანამდებობიდან გათავისუფლებული თომას ტუხელის შემცვლელი უკვე საფრანგეთის დედაქალაქშია, კონტრაქტი გაფორმდა და პსჟ-მ ახალი მწვრთნელის დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა. 

მანამდე, RMC Sport-მა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ჩავიდა პარიზში პოჩეტინო. არგენტინელი სპეციალისტი კლუბის ბაზაზე დღეს მივიდა. კლუბის თანამშრომელმა მას პსჟ-ს ლოგოს მქონე პირბადე გადასცა.

შეგახსენებთ, რომ პარიზელებმა ტუხელი შობამდე გაათავისუფლეს. პსჟ-მ გერმანელ სპეციალისტთან ერთად საფრანგეთში ყველა ტიტული მოიგო, წინა სეზონში კი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. ცნობილია, რომ მას კლუბის სპორტულ დირექტორ ლეონარდოსთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა.

თომას ტუხელმა პსჟ შობამდე დატოვა

მაურისიო პოჩეტინო, რომელიც აქტიური სპორტული კარიერის დროს პსჟ-ს ფეხბურთელიც იყო, ეს დანიშვნა დიდ სამწვრთნელო სცენაზე 14 თვის შემდეგ დაბრუნებას ნიშნავს. როგორც იცით, არგენტინელი ბოლოს ტოტენჰემის დამრიგებელი გახლდათ და სპურსი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • ბაიერნი
  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • პსჟ
  • იუვენტუსი
  • რეალი
  • ბარსელონა
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები