Thumbnail

‘ფულით მისი დათანხმება ძნელია!’ - ხაბიბის მენეჯერი კონორთან შესაძლო რევანშზე

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერმა კონორ მაკგრეგორთან შესაძლო რევანშზე ისაუბრა
  • აბდელ-აზიზის თქმით, დანა უაითი შეეცდება, ხაბიბი დაითანხმოს

ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის რევანში რეალურია?

მსუბუქ წონაში UFC-ის ჩემპიონის მენეჯერმა ალი აბდელაზიზმა ამ დაპირისპირების შანსებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან დიდი ამბავი იქნებოდა, ოღონდ ნურმაგომედოვის დათანხმება უკიდურესად ძნელი იქნება.

“ფინანსური თვალსაზრისით ეს უდიდესი ბრძოლა იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ყველანი ვიცნობთ ხაბიბს და ვიცით, რომ ფულით მისი დათანხმება რთულია. უახლოეს მომავალში ხაბიბი ლას ვეგასში დანა უაითს შეხვდება. ისინი სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრებენ. საერთოდ, დანა ძალიან მაგარია ხოლმე, როცა საქმე ვინმეს რამეზე დათანხმებას ეხება,” - განაცხადა ხაბიბის მენეჯერმა.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვი ოქტაგონზე უკანასკნელად გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდა, როცა ჯასტინ გეიჯი დაამარცხა. აღნიშნული ბრძოლის შემდეგ ხაბიბმა კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება.

კომენტარები

ბოლო ამბები