Thumbnail

'იმედი მაქვს, კიდევ დიდხანს ვითამაშებ' - კრიშტიანო რონალდოს აუხდენელი ოცნება

  • 35 წლის პორტუგალიელი კარიერის დასრულებაზე ჯერჯერობით არ ფიქრობს
  • იუვენტუსის თავდამსხმელს მთავარი საფეხბურთო ტიტულის მოგება სურს 

პორტუგალიის ნაკრებისა და ტურინის იუვენტუსის სუპერვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო აღიარებს, რომ უახლოეს მომავალში პროფესიონალური კარიერის დასრულებას არ აპირებს. პორტუგალიელ თავდამსხმელს 2021 წლის 5 თებერვალს 36 წელი უსრულდება.

"თავს კვლავინდებურად კარგად ვგრძნობ. იმედი მაქვს, რომ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ვითამაშებ. თუმცა, არასდროს იცი, როგორ წარიმართება ცხოვრება. თუკი გაქვს მოტივაცია, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. 

როდესაც ახალგაზრდებს ვესაუბრები, ყოველთვის ვაძლევ რჩევას: დატკბით მომენტით, რადგან არასდროს ვიცით, რა მოხდება ხვალ. შესაძლოა სულაც რაღაც თქვენს ოჯახში მოხდეს…

მომავალი ძალიან ნათელ ფერებში წარმომიდგენია. კმაყოფილი ვარ. ტიტულებს ვიგებდი ყველა იმ კლუბში, რომელშიც გამოვდიოდი. მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება - ეს ოცნებაა", - აქვეყნებს რონალდოს სიტყვებს AP News.

რონალდოზე მეტი ოქროს ბურთი მხოლოდ მესის აქვს მოგებული - 6!

კრიშტიანო რონალდო ტურინის იუვენტუსის ღირსებას 2018 წლის ზაფხულიდან იცავს და ამ კლუბთან ერთად სერია A უკვე ორჯერ მოიგო. მანამდე თავდამსხმელი მადრიდის რეალის, მანჩესტერ იუნაიტედისა და ლისაბონის სპორტინგის ღირსებას იცავდა. კრიშტიანომ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად, რომლის კაპიტანია, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატსა და 2019 წლის ერთა ლიგაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლო ამბები