Thumbnail

კოუტინიოს მძიმე დიაგნოზი - ის ბარსელონას დიდი ხნით გამოაკლდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 28 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს მარცხენა მუხლის მენისკი აქვს დაზიანებული
  • მან ტრავმა სრულიად უწყინარ სიტუაციაში ეიბართან მატჩში მიიღო

ესპანური ბარსელონას ბრაზილიელი ლეგიონერი ფილიპე კოუტინიო, რომელმაც მძიმე ტრავმა მიიღო, მინდორზე გასვლას დაახლოებით 4 თვის განმავლობაში ვერ შესძლებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კატალონიური გრანდის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 28 წლის ნახევარმცველს მარცხენა მუხლის მენისკი აქვს დაზიანებული და ართროსკოპიული ოპერაცია სჭირდება, ეს კი, ნიშნავს, რომ საკმაოდ ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი ექნება.

შეგახსენებთ, რომ ეიბართან საშინაო მატჩში კოუტინიო მინდორზე 66-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა, თამაშის ბოლოსკენ სრულიად უწყინარ სიტუაციაში დაშავდა (არავინ შეხებია) და ვინაიდან ბარსელონას ყველა ცვლილება განხორციელებული ჰქონდა, მასპინძლებს მატჩის დასრულება 10 ფეხბურთელის ამარა მოუწიათ.

შეგახსენებთ, რომ კოუტინიო ბარსელონას რიგებში 2018 წლიდან ირიცხება, მიმდინარე სეზონში კი ლა ლიგაში 12 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. კატალონიელებს 15 მატჩში 25 ქულა აქვთ, მე-6 ადგილზე იმყოფებიან და ლიდერებს – ატლეტიკოსა და რეალს 7-7 ქულით ჩამორჩებიან.

📺 ბარსელონა 1:1 ეიბარი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები