Thumbnail
  • 'ათასამდე დიდებული ისტორია მექნება, რომლებიც შემიძლია ჟოზეს შესახებ მოვყვე'
  • ესპანელმა მცველმა პორტუგალიელ მწვრთნელზე AS-თან ინტერვიუში ისაუბრა

ლონდონის ტოტენჰემის ესპანელი მცველი სერხიო რეგილონმა, რომელიც მადრიდის რეალის კუთვნილება გახლავთ, ვრცელი ინტერვიუ მისცა AS-ს და “დეზების” ამჟამინდელ თავკაც ჟოზე მოურინიოს შესახებაც ისაუბრა:

“მოურინიო მართლა განსაკუთრებულია თუ არა? ალბათ, ამას არ მკითხავდით, მას ისევე რომ იცნობდეთ, როგორც – მე. ათასამდე დიდებული ისტორია მექნება, რომლებიც შემიძლია ჟოზეს შესახებ მოვყვე. ერთ-ერთი მათგანი შობას მოხდა. 25 დეკემბერს შუადღის ვარჯიში გქვონდა, გასახდელში დაბრუნების შემდეგ კი, ჩემს გასახდელში ყუთი დამხვდა. გავხსენი და შემწვარი გოჭი იდო. მოურინიომ მოთხრა: “ვიცი, რომ დღესასწაულის აღნიშვნა მარტო გიწევს, ამდენად, საჭმლის მომზადება მაინც არ დაგჭირდება”.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის რეგილონი რეალის რიგებში 2015 წლიდან ირიცხებოდა, ტოტენჰემში კი მიმდინარე წლის სექტემბერში გადაბარგდა.

კომენტარები

ბოლო ამბები