Thumbnail

15 საფეხბურთო ფაქტი, რომელიც გვიჩვენებს, რომ დრო ძალიან სწრაფად გადის

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 15 ფაქტი ფეხბურთის ახლო წარსულიდან
  • ფეხბურთელი, რომელიც 16 წლის ასაკიდან გახსოვს, დღეს 40 წლის კაცია...

როდესაც ამბობენ, რომ ფეხბურთში 5 წელი არაფერია, არ იტყუებიან. ამაში ქვევით მოცემული ფაქტებიც დაგარწმუნებთ - ფეხბურთელი 16 წლის ასაკიდან გახსოვთ, გავა წლები და ის 40 წლის ვეტერანად გამოგეცხადებათ.

განვლილი 24 წელი თითქოს არც ყოფილა, თითქოს ყველა მისი დიდი მატჩი და წარმატებული ეპიზოდი გუშინ იყო. არადა, თითქმის 3 დეკადაა გასული, შენც მასავით უკვე 40 წლის ხარ და ხვდები, რომ დრო მართლა ძალიან სწრაფად გადის.

#1 - ‘ქილერი ბავშვის სახით’ ახლა 47 წლის კაცია და ბავშვის სახე ნაღდად აღარ აქვს.

#2 - ბაჯოს პენალტიდან 26 წელი გავიდა! არადა, მომენტი დღესაც ისეთივე ცოცხალია, როგორც მაშინ, როუზ ბოულზე.

#3 - კრიშტიანო რონალდო უკვე 35 წლის ვეტერანია და თურმე 774 გოლი აქვს გატანილი...

#4 - პაოლო მალდინის მილანში დებიუტი იმ წელს ჰქონდა, როდესაც ლებრონ ჯეიმსი დაიბადა.

#5 - ფერნანდო ტორესი ამასობაში დაბერდა და ფეხბურთიდან წავიდა.

#6 - ჯანლუიჯი ბუფონი ძირითადში ადგილს ვოიცეხ შჩესნის უთმობს... ალბათ იმიტომ, რომ მისი პარმაში გამოჩენიდან 25 წელია გასული.

#7 - ლუიშ ფიგუს ღორის თავი 18 წლის წინ ესროლეს.

#8 - სტამბოლის ფინალიდან 15 წელი გავიდა - განაცხადში მყოფი მოთამაშეებიდან ფეხბურთს მხოლოდ სკოტ კარსონი თამაშობს, რომელიც სიტიში მესამე მეკარეა.

#9 - ხავიერ სავიოლა 40 წლის ხდება და ერთ-ერთ სპორტულ ვებ-გვერდს თუ დავუჯერებთ, ანდორის ჩემპიონატში მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს.

#10 - ლევან ყენია თავისუფალი აგენტია და ოქტომბერში 30 წლის გახდა.

#11 - ზიზუ უკვე 14 წელია ფეხბურთს აღარ თამაშობს, მაგრამ ‘ახალი ზიზუ’ იოან გურკუფიც უკვე ბუცებჩამოკიდებული ვეტერანია.

#12 - ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში პატრიკ კლიუვერტის შვილი ჯასტინი თამაშობს...

#13 - 25 წლის წინ ‘ფორდ ესკორტი’ პრემიერლგის ვარსკვლავების საოცნებო მანქანა გახლდათ.

#14 - თითქოს გუშინ იყო, მაგრამ 13 წლის წინ ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე, ფეხბურთის ვარსკვლავები ასე ჩაცმული დადიოდნენ.

#15 -  საქართველოს ნაკრების პირველი მატჩიდან 30 წელი გავიდა, 90-იანი წლების ბატალიები დღემდე მკაფიოდ გვახსოვს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები