Thumbnail

ამბობენ, რომ ადამიანს ორი ასაკი აქვს - ბიოლოგიური და მენტალური. თუმცა, საფეხბურთო ასაკი შეიძლება კიდევ სხვანაირია, რომელიც შენს ბიოლოგიურ და მენტალურ ასაკს შეიძლება საერთოდ არ ემთხვევა და სადმე შუაშია გაჭედილი. შეიძლება, ერთზეც უფროსია და მეორეზეც.

ქვემოთ მოცემული კითხვებით მარტივად მიხვდებით, თუ რა დროსა და სივრცეში შეგიყვარდათ ფეხბურთი, ან როგორია დღეს თქვენი საფეხბურთო ცნობიერება. შეიძლება 60 წლის იყო, მაგრამ ლევ იაშინზე უარი თქვა და კარში ედერსონი ჩაიყენო - ვნახოთ, თქვენ როგორ მოიქცევით.

მონიშნე პასუხები, რომლებიც სწორი გგონია და გაიგე შედეგიც...

როგორი სტილის ფორმები უფრო მოგწონს?

თანამედროვე
ძველი, 3 ზომით დიდი

ვის წაიყვანდი ჩხუბში დასახმარებლად?

როი კინს
კლაუდიო ჯენტილეს

თამაშის მერე პირველი რას გააკეთებ?

FIFA-ს ვითამაშებ
მეორე ხელს დავიწყებ

ეზოში ‘სტოპიატს’ რომელი მოიგებდა?

ლიონელ მესი
პიერ ვან ჰოიდონკი

მინიზე მეკარე გაკლიათ... კარში ვის ჩააყენებდი?

ედერსონს
ლევ იაშინს

უეფას თასს ამბობ ხოლმე თუ ევროპალიგას?

უეფას თასს
ევროპის ლიგას

როგორ გამოიყურება თასების მფლობელთა თასი?

ასე გამოიყურება
ან ასე

‘უძლეველებზე’ პირველი რა გახსენდება?

არსენალი (2004)
ბარსელონა (2009)

ჯარიმაა გასატანი... ვის მიუშვებდი ბურთთან?

ჰაქან ჩანალოღლუს
სინიშა მიჰაილოვიჩს

ლეგენდის თანახმად, რა 'გახეთქა' ბორის პაიჭაძემ?

საჰაერო ბურთი
მეკარე მაიმუნი

როგორ ფიქრობ, რა არის ‘პანტიანი’?

სატურნის თანამგზავრი
სოფელი საქართველოში

რომელია აქედან დიმიტარ ბერბატოვი?

ეს არის
ან ეს
თქვენი შედეგია:

შენი საფეხბურთო ასაკია: 15-25

შენი საფეხბურთო ასაკია: 15-25

'სტოპიატი' ალბათ მესის მოაგებინე

თქვენი შედეგია:

შენი საფეხბურთო ასაკია: 25-35

შენი საფეხბურთო ასაკია: 25-35

ბერბატოვის ენდი გარსიასგან გარჩევა, ალბათ არ გაგიჭირდა

თქვენი შედეგია:

შენი საფეხბურთო ასაკია: 35-45

შენი საფეხბურთო ასაკია: 35-45

ჯარიმა ალბათ სინიშას დაარტყმევინე

თქვენი შედეგია:

შენი საფეხბურთო ასაკია: 45+

შენი საფეხბურთო ასაკია: 45+

თასების თასის ალბათ ბევრი თამაში გაქვს პანტიანში ნანახი

კომენტარები

ბოლო ამბები