Thumbnail
  • ესტუდიანტესი 64:90 ტენერიფე
  • გიორგი შერმადინი - 22:20 წუთი, 11 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი

გიორგი შერმადინის ტენერიფემ ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში ესტუდიანტესთან სტუმრად ითამაშა და მეტოქე მარტივად დაამარცხა. ტენერიფემ შეხვედრა 26 ქულიანი უპირატესობით მოიგო - 90:64.

გიორგი შერმადინმა პარკეტზე 22:20 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. გიორგიმ 9-დან 4-ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატს მადრიდის რეალთან ერთად ლიდერობს. ორივე გუნდს 28-28 ქულა აქვს და მომდევნო ტურში სწორედ ერთმანეთს ხვდებიან.

შეხვედრა უკვე 2021 წლის 2 იანვარს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ რეალმა ამ სეზონში ტენერიფეს ერთი მატჩი უკვე მოუგო, როდესაც ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მეტოქეს 92:79 სძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები