Thumbnail

'ბარსელონაში დავბრუნდებოდი' - კიკე სეტიენის მოულოდნელი განცხადება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • კიკე სეტიენმა ბარსელონაში მუშაობის შემდეგ პირველად ისაუბრა
  • 62 წლის სპეციალისტი არ ნანობს, რომ ესპანური გრანდი ჩაიბარა

კიკე სეტიენი ბარსელონაში დაბრუნებაზე უარს არ იტყოდა. ამის შესახებ 62 წლის სპეციალისტმა 'მარკასთან' ინტერვიუში განაცხადა. სეტიენის თქმით, ეს წარმოუდგენელი გამოცდილება იყო და მიუხედავად ყველაფრისა, არ ნანობს გადადგმულ ნაბიჯს.

"თუ მოახერხებ ყველაფრისგან იზოლირებას, რაც გააკეთე, მაშინ შეგიძლია, მეტ-ნაკლებად მშვიდად იცხოვრო. ბარსელონადან წასვლის შედეგ იზოლირებული ვიყავი და ტელეფონის ნომერი შევცვალე. ქუჩაში მაჩერებდნენ ან ინტერვიუს მთხოვდნენ, მაგრამ ვცდილობდი, საკუთარი საკუთარი თავი შემენარჩუნებინა.

უკვე გადავლახე 'გლოვის' ეტაპი, რაც ბარსელონაში მომხდარის გამო ვიგრძენი. თუმცა ეს უნდა მივიღოთ, რადგან სამუშაოს ნაწილია. ეს წარმოუდგენელი გამოცდილება იყო. ნამდვილად ვერ მივიღეთ ის, რაც გვინდოდა და რასაც წარმოვიდგენდი. როდესაც გუნდში მივედი, ყველაფერი ძალიან რთულად იყო. მიუხედავად ყველაფრისა, ბარსელონაში დაბრუნებაზე უარს არ ვიტყოდი. არ ვნანობ, რომ იქ გადავედი და არასდროს ვინანებ", - თქვა სეტიენმა.

კიკე სეტიენი ბარსელონაში 2020 წლის იანვრიდან აგვისტომდე მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით ესპანურმა გრანდმა 2008 წლის შემდეგ პირველად დაასრულა სეზონი უტიტულოდ. სეტიენი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის ბაიერნთან (2:8) შერცხვენის შემდეგ გაათავისუფლეს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • ბაიერნი
  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • პსჟ
  • იუვენტუსი
  • რეალი
  • ბარსელონა
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები