Thumbnail

კორონავირუსი | პრემიერლიგაში ინფიცირებულთა სარეკორდო რაოდენობა დაფიქსირდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ინგლისის პრემიერლიგაში ტესტირებამ დაინფიცირების 18 შემთხვევა გამოავლინა
  • 21-27 დეკემბრის პერიოდში კლუბების 1479 მოთამაშე და თანამშრომელი გაიტესტა

ინგლისის პრემიერლიგაში მორიგი ტესტირების შედეგად კორონავირუსით დაინფიცირების 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 2020/21 წლების სეზონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერლიგის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

როგორც ირკვევა, 21-27 დეკემბრის პერიოდში კლუბების 1479 მოთამაშე და თანამშრომელი გაიტესტა. COVID-19-ზე დადებითი პასუხი 18 ადამიანს ჰქონდა და ყველა მათგანი ათდღიან კარანატინში გადავიდა.

დაინფიცირების 18 შემთხვევა ინგლისის პრემიერლიგის ამ სეზონში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. უწინდელი რეკორდი - 16 დადებითი ტესტი 9-15 ნოემბერს დაფიქსირდა. 

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტიში კორონავირუსით დაინფიცირების ბევრი შემთხვევის გამო, პრემიერლიგის მე-16 ტურის შეხვედრა ევერტონთან, რომელიც 28  დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო. 

ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს 15 ჩატარებულ მატჩში მოპოვებული 32 ქულით ლივერპული ლიდერობს. იურგენ კლოპის გუნდი 3-3 ქულით ლესტერსა და ევერტონს უსწრებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები