Thumbnail

NBA | ისტორიული სამმაგი დუბლი - იოკიჩი, თითქმის როგორც ჩემბერლენი

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

საკრამენტოსთან და კლიპერსთან მარცხის შემდეგ, დენვერმა სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა და ეს ნიკოლა იოკიჩის შესანიშნავი თამაშისა და ისტორიული სამმაგი დუბლის დამსახურებაა. ნაგეთსმა ჯეიმს ჰარდენის ჰიუსტონ როკეტსი 124:111 დაამარცხა.

დენვერის Big Man-მა 34 წუთში 19 ქულა, 18 პასი და 12 მოხსნა გააკეთა. რეგულარულ სეზონში ეს მისთვის რიგით 43-ეა, რითაც ნაგეთსის ლეგენდა ფეტ ლევერის რეკორდი მოხსნა. ამასთან, 18 ასისტი იოკიჩის პირადი რეკორდია კარიერაში. NBA-ს დიდ ისტორიაში ცენტრს ერთ მატჩში ამაზე მეტი პასი ჰქონდეს გაკეთებული - ეს მხოლოდ ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენს აქვს მოხერხებული - ბოლოს 1968 წელს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • ბრუკლინი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ბოსტონი
  • მაიამი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

ჰიუსტონიდან ჰარდენმა ამჯერად კარგად ითამაშა და განსაკუთრებით პირველ ტაიმში იყო შეუჩერებელი - დიდ შესვენებამდე 28 ქულა ჰქონდა ჩაგდებული. მეორე ნახევარში დენვერელებმა ის უკეთ შეაჩერეს და ჰარდენიც საბოლოო ჯამში 34 ქულითა და 8 პასით დაკმაყოფილდა. მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები