Thumbnail

2,5 მილიონი ევრო, ლიბერტადორესის თასი | რას სთავაზობს ბოკა ხუნიორსი ჯიჯი ბუფონს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • არგენტინულმა კლუბმა ჯანლუიჯი ბუფონს ხუთთვიანი კონტრაქტი შესთავაზა
  • 40 წლის მეკარეს იუვენტუსთან კონტრაქტი 2018 წლის ივნისში ეწურება
  • საბოლოო პასუხს 17 მაისის შემდეგ შევიტყობთ

ბოკა ხუნიორსმა ჯანლუიჯი ბუფონს ხუთთვიანი კონტრაქტი შესთავაზა. როგორც Infobae იუწყება, ტურინის იუვენტუსის 40 წლის მეკარეს ამ პერიოდში 2,5 მილიონი ევროს გამომუშავების საშუალება ექნება. 

რამდენიმე დღის წინ ბოკა ხუნიორსის მთავარმა მწვრთნელმა ბაროს სკელოტომ დაადასტურა, რომ კლუბი იუვენტუსის გოლკიპერით მართლაც არის დაინტერესებული და წინასწარი მოლაპარაკებებიც წარმატებით შედგა. მისი თქმით, ლეგენდარულ მეკარეს, რომელსაც არასდროს მოუგია ჩემპიონთა ლიგა, შესაძლებლობა ექნება სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის - ლიბერტადორესის თასის მოპოვებისთვის იბრძოლოს.

არგენტინული კლუბი ჯიჯი ბუფონის საბოლოო პასუხს 17 მაისის შემდეგ დაელოდება.

ჯანლუიჯი ბუფონს ტურინულ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ივნისში ეწურება. მანამდე მეკარემ არ გამორიცხა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთელის კარიერა სულაც დაასრულოს.

ბუფონი იუვენტუსის ღირსებას 2001 წლიდან იცავს. პროფესიულ დონეზე მისი დებიუტი პარმაში 1995 წელს შედგა, რომლის ღირსებას ტურინში გადაბარგებამდე იცავდა.

ჯიჯი იტალიის 10-გზის ჩემპიონი და იტალიის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონია (2006).

ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ და პოპულარულ არგენტინული კლუბს 18 საერთაშორისო ტურნირი აქვს მოგებული, ლიბერტადორესის თასი კი - 6-ჯერ.

კომენტარები

ბოლო ამბები