Thumbnail

'კოკა-კოლას სვამს და ვუბრაზდები' - რონალდომ შვილის მომავალზე ილაპარაკა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

იუვენტუსის და პორტუგალიის ნაკრების სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ თავის შვილზე, რონალდო ჯუნიორზე ისაუბრა. CR7-ის თქმით, მის შვილს დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და ბევრი შრომა სჭირდება. როგორც რონალდომ აღნიშნა, მისი შვილი კოკა-კოლას სვამს და კარტოფილის ფრის ჭამს, რაც მას ძალიან აბრაზებს.

"ჯერ მას ყველაფერი არ აქვს მწვერვალების დასაპყრობად. შვილთან ზოგჯერ ძალიან მკაცრი ვარ. კოკა-კოლას და ფანტას სვამს ხოლმე, კარტოფილის ფრიც ძალიან უყვარს და ეს არ მომწონს. ჩემი უმცროსი შვილებიც შეშინებული მიყურებენ, როდესაც დავინახავ, რომ შოკოლადს ჭამენ. ძლიერები უნდა ვიყოთ. სიმართლე გითხრათ, ჯუნიორს აქვს პოტენციალი, დიდი ბიჭია, სწრაფი, ტექნიკური, მაგრამ ეს არაფერია და ამას ყოველთვის ვეუბნები, წარმატებას დიდი თავდადება და შრომა სჭირდება," - განაცხადა რონალდომ 'კორიერე დელა სერასთან' ინტერვიუში.

"ყოველთვის ვეუბნები, რომ ვარჯიშამდე ირბინოს, შემდეგ კი ცივ წყალში ჩაწვეს, რომ ენერგია უკეთ აღიდგინოს. ის მპასუხობს, რომ წყალი ძალიან ცივია და არ სურს ამის გაკეთება. მესმის, ჯერ მხოლოდ 10 წლისაა. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, მე არ დავაძალებ ფეხბურთელობას - მიუხედავად იმისა, რომ მინდა, ფეხბურთელი გახდეს. გააკეთებს იმას, რასაც თავად მოისურვებს - ექიმი იქნება ეს თუ სხვა პროფესია. მთავარია, იფიქროს, რომ ის საუკეთესოა", - დასძინა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდო გუშინ Globe Soccer-ის ვერსიით 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მას გამოკითხვაში გულშემატკივართა უმეტესობამ დაუჭირა მხარი.

კომენტარები

ბოლო ამბები