Thumbnail
  • ჩიკაგო 128:129 გოლდენ სტეიტი
  • ნიუ იორკი 130:110 მილუოკი
  • სტეფ კარიმ 36 ჩააგდო, გადამწყვეტი დეიმონ ლის 'ბაზერი' აღმოჩნდა
  • იანისმა ორმაგი დუბლი შეასრულა, თუმცა -13 ჰქონდა

ჯამური 65 ქულით წაგებული ორი თამაშის და ისტორიულად ცუდი სტარტის შემდეგ, გოლდენ სტეიტ უორიორსმა თავისი პირველი თამაში მოიგო. სტეფ კარის გუნდმა ძალიან დაძაბულ ბრძოლაში ჩიკაგო დაამარცხა. 

კარი საუკეთესო იყო - 25 სროლაში 36 ქულა ჩააგდო. გოლდენ სტეიტი მატჩის დასრულებამდე ორიოდე წუთით ადრე 5 ქულას აგებდა, რასაც კარის ორქულიანი, სამქულიანი და 2+1 მოჰყვა. კარის ზედიზედ ჩაგდებული 8 ქულის მიუხედავად, მატჩს მოულოდნელი გმირი ჰყავდა. სათადარიგო დეიმონ ლიმ თამაშის ბოლოს სამქულიანი 'ბაზერი' ჩააგდო და უორიორსს მოაგებინა.

გოლდენ სტეიტი კვლავ ძალიან ცუდი იყო დაცვაში და 128 ქულა მიიღო თავის კალათში. მატჩის მეორე ნახევარში ჩიკაგომ საერთოდაც 72 ქულა ჩააგდო. ბულსმა სროლების 51 პროცენტი გამოიყენა, მეტოქემ - მხოლოდ - 40, თუმცა მაინც წააგო. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ჩიკაგომ 24-ჯერ დაკარგა ბურთი და გოლდენ სტეიტზე მთელი 18 სროლით ნაკლები შეასრულა. 33 ქულა ჰქონდა ჩიკაგოს ლიდერ ზაკ ლევინს.


ნიუ იორკში შერცხვა იანის ანტეტოკუმპოს მილუოკი. ბაქსმა აუტსაიდერს ყველა მეოთხედში 30 და მეტი ქულა ჩააგდებინა და ჯამში 130 ქულა მიიღო. ნიუ იორკმა მილუოკის 20 ქულით მოუგო.

იანისმა ორმაგი დუბლი (27 ქულა და 13 მოხსნა) შეასრულა, თუმცა -13 ჰქონდა. თამაში არ გამოუვიდა ახალწვეულ ჯრუ ჰოლიდეის, რომელმაც მხოლოდ 8 ქულა ჩააგდო. ნიქსის ახალგაზრდული გუნდიდან საუკეთესო რანდლი და პეიტონი იყვნენ - შესაბამისად, 29 და 27 ქულით.

ნიქსმა თავისი სროლების 54 პროცენტი გამოიყენა და ასტრონომიული 59 პროცენტით ისროდა პერიმეტრიდან. გადამწყვეტი სწორედ ეს კომპონენტი აღმოჩნდა. პირველ სამ თამაშში ეს მილუოკის მეორე მარცხია.

კომენტარები

ბოლო ამბები