Thumbnail

დიდი 10 | მასობრივი ჩხუბი და წითელი ბარათები საქართველოს ჩემპიონატში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • არმაზი-ყოჩების შეხვედრაში მორაგბეებმა ერთმანეთს მუშტები დაუშინეს
  • თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა, მსაჯმა კი ჩხუბის მოთავეები გააძევა

დიდი 10-ის მე-4 ტურის გადადებულ მატჩში მარნეულის არმაზი შევარდენის სტადიონზე ბოლნისის ყოჩებთან 10:60 დამარცხდა, თამაში კი მასობრივმა ჩხუბმა გააუფერულა, რომელიც მე-2 ტაიმში მოხდა.

სრულიად უწყინარ სიტუაციაში ერთმანეთს არმაზელი გიორგი ნავროზაშვილი და ყოჩების მორაგბე თემურ ჭიჭინაძე დაუპირისპირდნენ და ერთმანეთს მუშტები დაუშინეს. ჩხუბში სხვა მორაგბეებიც ჩაებნენ და მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა, დაშოშმინების შემდეგ კი, მსაჯმა საბა აბულაშვილმა მთავარი მოქმედი პირები წითელი ბარათებით დასაჯა.

ამ გამარჯვების წყალობით, ყოჩებმა B ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა კი, ქუთაისის აიას მარაგში თამაში აქვს. ვთქვათ ისიც, რომ ახლა, საქართველოს ჩემპიონატში სამკვირიანი პაუზაა და მატჩები საახალწლო არდადეგების შემდეგ, უკვე გაისად განახლდება.

📺 ჩხუბი არმაზი-ყოჩების შეხვედრაში

კომენტარები

ბოლო ამბები