Thumbnail
  • შიდა კონკურენციაში ნაკრების ტიტულოვანი მოჭიდავეები არიან ჩართულნი
  • საუკეთესოები ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირებსა და ევროპის ჩემპიონატზე გამოვლენ

თბილისის ახალ სპორტის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა ჭიდაობაში, რომლის შედეგებითაც დაკომპლექტებული ნაკრები გაზაფხულზე ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირებსა და ევროპის ჩემპიონატზე გამოვა. შესაბამისად, შიდა კონკურენციაში ნაკრების ტიტულოვანი მოჭიდავეები, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონებიც არიან ჩართულნი.

ჩემპიონატის 2 სასტარტო დღე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს ეთმობათ. დღეს პრიზიორები 5 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა კი ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ.), ბექა ლომთაძემ (61 კგ.), შმაგი თოდუამ (65 კგ.), დავით ტლაშაძემა (70 კგ.) და ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ.) მოახერხეს. სრულად, პრიზიორთა ვინაობა ასე გამოიყურება:

დავით ტლაშაძემ ფინალში ზურაბ იაკობიშვილი დაამარცხა

თავისუფალი ჭიდაობა

57 კგ.
1. ბექა ბუჯიაშვილი (გორი)
2. ოთარ გოგავა (ხონი)
3. რამაზ თურმანიძე (აჭარა)
3. რობერტ დინგაშვილი (ყვარელი)

61 კგ.
1. ბექა ლომთაძე (ქუთაისი)
2. თეიმურაზ ვანიშვილი (გორი)
3. გოდერძი ძებისაშვილი (გორი)
3. თორნიკე ქათამაძე (აჭარა)

65 კგ.
1. შმაგი თოდუა (სამტრედია)
2. გიორგი ჭოლაძე (ქუთაისი)
3. ცოტნე აბალაკი (გორი)
3. შოთა ფარტენაძე (აჭარა)

70 კგ.
1. დავით ტლაშაძე (გორი)
2. ზურაბ იაკობიშვილი (ყვარელი)
3. დავით ფაცინაშვილი (გორი)
3. გია ავალიანი (სამტრედია)

74 კგ.
1. ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)
2. ვლადიმერ გამყრელიძე (ამბროლაური)
3. ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი)
3. თემურ ბერუშვილი (გორი)

28 დეკემბერს, გამარჯვებულები თავისუფალ ჭიდაობაში 79, 86, 92, 97 და 125 კგ-მდე წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან, 29 და 30 დეკემბერს კი ხალიჩა ბერძნული-რომაული სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ.

კომენტარები

ბოლო ამბები