Thumbnail
  • უნიკსი 76:83 ცსკა
  • თორნიკე შენგელია: 18 ქულა, 12 მოხსნა

VTB United League-ში გამორჩეული დაპირისპირება შედგა, თორნიკე შენგელიას ცსკა უნიკსს ესტუმრა და 83:76 დაამარცხა. ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ერთ-ერთი საუკეთესო იყო - მან ორმაგი დუბლი მიითვალა.

თორნიკე ცსკა-ს სასტარტო ხუთეულში იყო, მან 31:17 წუთი ითამაშა და 18 ქულა ჩააგდო. საჯარიმოს ხაზიდან (12-დან 6) და სამქულიანი ზონიდან (2-დან 0) უკეთ, რომ ესროლა ის უფრო შედეგიანი იქნებოდა. გარდა ამისა, მის ანგარიშზეა 12 მოხსნა (6 მეტოქის ფარზე). მის პასივშია ასევე 4 ფოლი და 1 დაკარგვა. მიუხედავად ამისა, 20 ეფექტურობის კოეფიციენტით ის გამარჯვებულ გუნდში საუკეთესო იყო. წაგებულთა რიგებში აიზეა ქანაანმა 36 ქულა ჩააგდო. 

ცსკა-ს 10 თამაშიდან 8 მოგება აქვს, კლუბმა ბოლო 4 შეხვედრა მოიგო. აღსანიშნავია, რომ ორივე ტურნირში (ევროლიგა და VTB ლიგა) შენგელიას გუნდმა ზედიზედ 13 მატჩი მოიგო. ცსკა VTB ლიგაზე 3 იანვარს ნიჟნი ნოვგოროდს ესტუმრება. მანამდე კი, 30 დეკემბერს ევროლიგის დაპირისპირება აქვს სტმრად მილანოსთან.  

კომენტარები

ბოლო ამბები