Thumbnail

უზბეკურ ფეხბურთში 2020 წელი შეაჯამეს და საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციებში გამოავლენეს. როგორც მოსალოდნელი იყო, უზბეკეთის სუპერლიგის საუკეთესო მწვრთნელად ტაშკენტის ფახთაქორის აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე დასახელდა. 

შეგახსენებთ, რომ 47 წლის ქართველმა სპეციალისტმა წელს ფახთაქორს ზედიზედ მეორედ უზბეკეთის ჩემპიონობა და ქვეყნის თასი მოაგებინა. ამასთან, გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალში გაიყვანა. ცოტა ხნის წინ შოთა უზბეკურ კლუბს დაემშვიდობა.

წლის საუკეთესო მწვრთნელ-ფეხბურთელები უზბეკეთის ფეხბურთის ასოციაციამ (FA) და პროფესიონალური ფეხბურთის ლიგამ (PFL) სპეციალურად გამართულ საზეიმო ცერემონიაზე დააჯილდოვეს. 47 წლის ქართველ სპეციალისტთან ერთად წლის მწვრთნელის ჯილდოზე ნომინირებულნი იყვნენ მირჯალოლ კასიმოვი (AGMK) და რუზიკულ ბერდიევი (ნასაფი).

შოთამ ფახთაქორში ყველაფერი მოიგო

შოთა არველაძე ფახთაქორში 2017 წლიდან წვრთნიდა და ჯამში ამ კლუბს 5 ტიტული მოიპოვებინა. მის სამწვრთნელო შტაბში არჩილ არველაძე და გოჩა ტყებუჩავაც მუშაობდნენ. სად გააგრძელებს ქართველი სპეციალისტი კარიერას, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები