Thumbnail

თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი ფენერბაჰჩესთან | ბასკონია ბრძოლას აგრძელებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბასკონია 88:83 ფენერბაჰჩე
  • სერიაში ანგარიში 1:2-ია

ბასკონიასთვის ყველაფერი დასრულდებოდა ვიტორიაშიც რომ წაეგო ფენერბაჰჩესთან, მაგრამ თორნიკე შენგელიამ და კომპანიამ ეს არ დაუშვა - 88:83. ბრძოლა გრძელდება. 

შენგელია სასტარტოში იყო და 25:52 წუთი ითამაშა, მან ორმაგი დუბლი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 10 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. თორნიკეს ანგარიშზე ასევე 4 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრაც. 

თორნიკემ თამაშის დასრულებამდე 18 წამით ადრე საჯარიმოს ხაზიდან 88:80 დააწინაურა და ცხადი გახდა, რომ ბასკონია მოიგებდა. 

შენგელიას ეფექტური ჩატენვა
მატჩის წინ თოკოს ევროლიგის მარტის საუკეთესო კალათბურთელის პრიზი გადასცეს

მასპინძელთა რიგებში როდრიგ ბობუამ 21 ქულა ჩააგდო, წაგებულებში იან ვესელი გამოირჩა 17 ქულითა და 10 მოხსნით. 

მე-4 მატჩი ისევ ვიტორიაში, 26 აპრილს გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები