Thumbnail
  • რონალდო, მესი და კომპანია შობას ოჯახებთან ერთად შეხვდნენ
  • პოპსპორტმა სპორტის ვარსკვლავების პოსტები შეაგროვა

Merry Christmas, Frohe Weihnachten, Joyeux Noël, Buon Natale, Feliz Navidad... პირველი ალბათ ყველას გეცნოთ და მერე სხვების მნიშვნელობასაც მიხვდით - ასე ულოცავენ ადამიანები ერთმანეთს შობას ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, იტალიურად და ესპანურად. უმეტესად სწორედ ამ სიტყვებს პოსტავენ ახლა სპორტის ვარსკვლავებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პოპსპორტმა რამდენიმე მათგანის პოსტები შეკრიბა და გიჩვენებთ, როგორც ხვდებიან და როგორ ულოცავენ შობას თავიანთ ფანებს კრიშტიანო რონალდო, ლუის ჰემილტონი, რობერტ ლევანდოვსკი და სხვები.

შობა ბევრი ადამიანისთვის წლის საუკეთესო დროა. ამ დღეს სპორტის ვარსკვლავებიც საყვარელ ადამიანებთან ერთად ატარებენ. წელს შობის დღესასწაულს კორონავირუსის პანდემიის გამო თითქმის ყველა შეზღუდვებით, საკუთარ სახლში ხვდება. უმეტესობამ წინა დღეებში იასპარეზა, ზოგი შობის წინა დღესაც თამაშობდა.

🎄 ზაზა ფაჩულიამ თავის გამომწერებს შობა ოჯახთან ერთად მიულოცა

🎄 მადრიდის რეალის კაპიტანმა სერხიო რამოსმა თავისი ორი ნაძვის ხე და ბევრი ტიტული გვიჩვენა

🎄 ფორმულა 1-ის მრბოლელმა ვალტერი ბოტასმა თავის ფანებს შობა მეუღლესთან, ემილიასთან ერთად, ფინეთიდან მიულოცა

🎄 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკი შობას მეუღლე ანასთან და შვილებთან, კლარასა და ლაურასთან ერთად შეხვდა

🎄 ესპანური ფეხბურთის ლეგენდა ანდრეს ინიესტამ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც თავის 'ფოლოვერებს' შობას მეუღლე ანა ორტისთან და სამ შვილთან ერთად ულოცავს

🎄 იუვენტუსის სუპერვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო შობას მეუღლე ჯეორჯინა როდრიგესთან და 4 შვილთან ერთად შეხვდა

🎄 ლიონელ მესის ოჯახი - ფოტო ანტონელა რაკუცომ გამოაქვეყნა

🎄 ლუის სუარესმაც ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა - ატლეტიკოს ფორვარდი შობას მეუღლე სოფია ბალბისთან და შვილებთან, დელფინასთან, ლაუტაროსთან და ბენჯამინთან ერთად გვილოცავს

🎄 ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის პოსტი

🎄 ბაიერნისა და გერმანული ფეხბურთის ვარსკვლავი თომას მიულერი შობას მეუღლე ლიზასთან ერთად შეხვდა. მათ 2009 წელს იქორწინეს

🎄 ფორმულა 1-ის რეკორდსმენმა ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა თავისი ფანები გიტარით გაართო

🎄 სპორტსმენები გულშემატკივრებს შობას თავიანთ საყვარელ ცხოველებთან ერთადაც ულოცავენ: მაგალითად, ჩელსისა და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი კაი ჰავერტცი...

🎄 ...და იუვენტუსის არგენტინელი 'ათიანი' პაულო დიბალა

🎄 პსჟ-ს ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ნეიმარი ოჯახის წევრებთან ერთად

🎄 ...ჩოგბურთის ვარსკვლავი ანჟელიკ კერბერი და მისი ნაძვის ხე

🎄 პსვ ეინდჰოვენის გერმანელი ვარსკვლავი მარიო გიოტცე და მისი მეუღლე ან-კატრინი შობას პირველად შეხვდნენ შვილთან ერთად

🎄 მანჩესტერ სიტის ვარსკვლავ კევინ დე ბრუინს და მის მეუღლე მიშელ ლაკრუას უკვე სამი შვილი ჰყავთ

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები