Thumbnail

ჰაცუ ბაშოს წინ - ტოჩინოშინი რეიტინგში დაწინაურდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოკიოში წლის უკანასკნელი ბანძუკე გამოქვეყნდა
  • ჰაცუ ბაშო 10-24 იანვარს ტოკიოში გაიმართება

ტოკიოში 2021 წლის პირველი სუპერტურნირის, ჰაცუ ბაშოს ბანძუკე (რეიტინგ-ლისტი) გამოქვეყნდა. ყოფილი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე), რომელსაც წარმატებული ბაშო ჰქონდა ნოემბერში (9-6 ბალანსი), რეიტინგში დაწინაურდა.

33 წლის ქართველი სუმოისტი დღეიდან აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირაა (მე-7 იყო). იანვრის ბაშო მის კარიერაში 88-ე იქნება, რომელთაგანაც ელიტაში 67 გამართა. 7 ბაშოს განმავლობაში კი ჩემპიონის (ოძეკი) რანგს ატარებდა. ლევანმა ერთხელ მოიპოვა იმპერატორის თასი - ეს 2018 წლის იანვრის ბაშოზე მოხდა, 3 წლის წინათ. 

წლების მერე პირველად, ტოჩინოშინი ერთადერთი ქართველია სუმოს რეიტინგში, რადგან გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) ოფიციალურად დაემშვიდობა სუმოისტის კარიერას, მისი მიღწევა კომუსუბის რანგი იყო.

ჰაცუ ბაშო ტოკიოს "კოკუგიკანში 10-24 იანვარს გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები