- ზაზა ფაჩულიას ინტერვიუ The Mercury News-თან
- 'ზაზას მიზანი NBA-ს კლუბში გენერალური მენეჯერობაა' - FORBES ფაჩულიაზე
The Mercury News-მა ზაზა ფაჩულიასთან ინტერვიუ ჩაწერა. ფაჩულიამ 16 წელიწადი გაატარა NBA-ში, ახლა კი გოლდენ სტეიტში ბიზნეს და საკალათბურთო კონსულტანტად მუშაობს.
გამოცემამ ზაზას NBA-ს ორი სუპერვარსკვლავი შეადარებინა - სტეფ კარი და იანის ანტეტოკუნმპო. ფაჩულია იმ ხუთ მოთამაშეს შორის არის, რომელთაც ორივე მათგანის გვერდით უთამაშია და მათ შორის ყველაზე ცნობილია. ზაზამ ორი სეზონი მილუოკიში იანისთან ერთად გაატარა, ორი სეზონი კი გოლდენ სტეიტში - სტეფთან. აი, როგორ ახასიათებს ზაზა სტეფ კარის:

ზაზა ფაჩულია სტეფ კარიზე: "ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც სტეფს დიდი დოზით აქვს, ადამიანურობაა. დიდ ვარსკვლავებში ასეთი გამორჩეული ჰუმანურობით მხოლოდ ერთი მახსენდება სხვა - დირკ ნოვიცკი. ისინი ყველას ერთნაირად ექცევიან- არ აქვს მნიშვნელობა, რა სტატუსით ხარ ორგანიზაციაში, სტეფისთვის იერარქიას მნიშვნელობა არ აქვს. ის ყველასთან გულიანი და სალმიანი ბიჭია, ეს საოცარია. არ არსებობს თანამშრომელი, რომ დაავიწყდეს, ამაში უამრავ წუთს ხარჯავს, რაც სუპერვარსკვლავებისთვის დიდი ფუფუნებაა - მათ მოედანზე და მის გარეთ ათასობით ვალდებულება აქვთ.
ყველამ იცის, რომ სტეფ კარიმ ეს თამაში შეცვალა. ის დიდებული ათლეტია, მაგრამ ამას ყველა ხედავს ეკრანიდან, ჰაილაითებიდან, სოციალური მედიიდან. მაგრამ უნდა ნახოთ, როგორი მისაბაძი ადამიანია სტეფი, ჩემი შვილებიც მას ბაძავენ და მე ამით ვამაყობ, ისინი საუკეთესოსგან სწავლობენ. მაგრამ მთავარი ესეც არაა, ეს მოძრაობები დროებითია, ის შეიძლება გამოადგეთ ცხოვრებაში, შეიძლება - არა. აი, ლიდერობა და ადამიანურობა მათთვის ცხოვრებისეული გამოცდილება იქნება. ეს გეხმარება.
როცა კლეი ტომპსონმა სტეფის რეკორდი მოხსნა, ყველაზე მეტად კარის უხაროდა, ახლაც მაქვს ტელეფონში ის ფოტო შენახული".

ზაზა ფაჩულია იანის ანტეტოკუნმპოზე: "იანისის პირველი წელი ჩემი ამერიკული კარიერის დასაწყისს მაგონებდა, ერთი სხვაობით, მე აქ უკვე მომზადებული ჩამოვედი, თურქეთში ნამყოფი, ოჯახიდან მოწყვეტას მიჩვეული, ის კი, ინგლისურადაც ვერ ლაპარაკობდა ხეირიანად. მაგრამ ამ ბიჭს ხასიათი და გული განსაკუთრებული ჰქონდა. ის დამშეული იყო წარმატების მისაღწევად, აქამდე და მერეც ასეთი რამ არ მინახავს. ბევრი ნიჭიერი ბიჭი გვინახავს, რომელთაც სწორედ ეს აკლდათ და ჩაიკარგნენ. მეტიც, სჯობს, ნაკლებად ნიჭიერი იყო და იანისის ხასიათი გქონდეს".
გამოცემა ზაზას დაეკითხა, რომ რომლის წინააღმდეგ თამაში უფრო ძნელია. ფაჩულიამ დიპლომატიური პასუხი გასცა, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია თანაგუნდელებზე. "თუ თქვენ ერთი ერთზე დაცვას გულისხმობთ, წარმატებას გისურვებთ, მაგრამ ვერაფერს გახდებით - ერთი ფარქვეშიდან დაგანგრევთ, მეორე საიდანაც გინდათ. ეს დიპლომატური პასუხი არ არის, მართლა ასე იქნება".
კომენტარები