Thumbnail

მედია: ტუხელს პსჟ-ში პოჩეტინო შეცვლის! Canal+ კონტრაქტის დეტალებზეც წერს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

პარი სენ-ჟერმენს თომას ტუხელის გათავისუფლება ჯერ ოფიციალურადაც კი არ დაუდასტურებია (ეს მხოლოდ დროის ამბავია) და მედია წერს, რომ უკვე გარკვეულია, ვინ შეცვლის 47 წლის გერმანელს ფრანგულ გრანდში. სხვადასხვა სოლიდური გამოცემების ინფორმაციით, პსჟ-ს მთავარი მწვრთნელად მაურისიო პოჩეტინო ინიშნება!

RMC-ის ცნობით, პოჩეტინოს დანიშვნა ფაქტობრივად გადაწყვეტილია. ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერდა, რომ პარიზული გრანდის შეფები ტიაგო მოტაზეც დაფიქრდნენ, თუმცა მისი შანსები ძალიან მცირეა.

პოჩეტინო უმუშევარ მწვრთნელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპეციალისტია. 2014-დან 2019 წლამდე იგი ტოტენჰემის დამრიგებელი იყო, რომელიც ტოპ-კლუბად აქცია. პოჩეტინო ერთი წელია უმუშევარია. საინტერესოა, რომ 2001-დან 2003 წლამდე იგი პსჟ-ში თამაშობდა.

Canal+ წერს, რომ პოჩეტინო პარიზელებთან 18-თვიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის ერთი წლით გახანგრძლივება იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები