Thumbnail

ტრანსფერები | იოზილი არსენალის ხელფასს აიღებს და თურქეთში წავა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მესუთ იოზილის მომავალი კლუბი თითქმის გარკვეულია
  • თურქული მედიის ინფორმაციით, მხარეები უკვე შეთანხმდნენ

გახსოვთ, რომ მესუთ იოზილი ჯერ კიდევ ფეხბურთელია? 32 წლის შემტევი ნახევარმცველი არსენალში არავის სჭირდება, რაც არაერთხელ დაუფიქსირეს, მაგრამ მაინც ლონდონურ კლუბში დარჩა და მაღალი ხელფასი შეინარჩუნა. ახლა კი ტრანსფერზე ფიქრი დაიწყო და უკვე კონკრეტული სიახლეებიც აქვს.

თურქული მედიის ინფორმაციით, გერმანიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი ლონდონში თურქული კლუბის, ფენერბაჰჩეს ხელმძღვანელებს შეხვდა. თუმცა ჩვენი თურქი კოლეგები წერენ, რომ ტრანსფერი იანვარში გამორიცხულია - იოზილს უნდა, რომ არსენალის ხელფასით მაქსიმალურად ისარგებლოს. მესუთი ფენერში, დიდი ალბათობით, ზაფხულში გადავა.

იოზილი ლონდონურ კლუბში წელიწადში 21 მილიონ ევროს იღებს, მაგრამ პრემიერლიგის განაცხადშიც კი არ არის შეყვანილი. არსენალთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და უკვე ზრუნავს მომდევნო ხელშეკრულებაზე, რომელიც ასეთი სარფიანი, ცხადია, აღარ იქნება. როგორც ირკვევა, იოზილმა ფენერბაჰჩეს წელიწადში 8 მილიონი ევრო მოსთხოვა. თურქები წერენ, რომ ფენერი ამ მოთხოვნამ არ შეაშინა, რადგან კლუბის პრეზიდენტი ალი კოჩი ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. იგი მესუთს ამ ანაზღაურებას დაპირდა და როგორც ჩანს, იოზილი მომდევნო კონტრაქტს სწორედ ფენერთან გააფორმებს...

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • ბაიერნი
  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • პსჟ
  • იუვენტუსი
  • რეალი
  • ბარსელონა
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები