Thumbnail

ექსპერტიზის დასკვნა მარადონას ორგანიზმში ნარკოტიკისა და ალკოჰოლის კვალზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ექპერტებმა გარდაცვლილი არგენტინელი ლეგენდის ორგანიზმის გამოიკვლიეს
  • 60 წლის დიეგოს ორგანიზმში ნარკოტიკისა და ალკოჰოლის კვალი არ აღმოჩნდა   
  • ახლა დასადგენია, შეიძლებოდა თუ არა ლეტალური შედეგის თავიდან არიდება 

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას ორგანიზმში, რომელიც ცოტა ხნის წინ 60 წლის ასაკში გარდაიცალა, ექსპერტებმა აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერებების ან ალკოჰოლის კვალს ვერ მიაგნეს. 

სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მარადონას სისხლისა და შარდის ანალიზებმა ნარკოტიკული ნივთიერება და ალკოჰოლი არ გამოავლინა, თუმცა არგენტინელი ლეგენდის ორგანიზმში აღმოჩნდა ვენლაფაქსინი (ნევროზების სამკურნალო ანტიდეპრესანტი), კვეტიაპინი (ატიპური ნეიროლეპტიკი, რომელსაც ქორნიკული და მწვავე შიზოფრენიის დროს გამოიყენებენ), ლევეტირაცეტამი (ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალება) და ნალტრექსონი (ოპიოდური რეცეპტორების ანტაგონისტი).

ნეაპოლის სტადიონი დიეგო არმანდო მარადონას სახელობის გახდა

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დასახელებული პრეპარატებიდან ზოგიერთს შეუძლია გულის არითმიის გამოწვევა. ახლა პროკურორები გეგმავენ სამედიცინო საბჭოს შეკრებას, რათა დაიდოს დასკვნა, არის თუ არა აღნიშნული პრეპარატების მიღება მიზანშეწონილი გულის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტისთვის და შესაძლებელი იყო თუ არა ლეტალური შედეგის თავიდან აცილება. 
 
დიეგო არმანდო მარადონა 25 ნოემბერს, საკუთარ სახლში, გულის შეტევით გარდაიცვალა. გაკვეთისას აღმოჩნდა, რომ მარადონას გულის პათოლოგია ჰქონდა, რის გამოც ეს ორგანო ორჯერ დიდი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანის.

მარადონა ბუენოს აირესის სიახლოვეს, კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს

გენიალურმა "ათიანმა" არგენტინის ნაკრებში 1977-დან 1994 წლამდე 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. 1986 წელს მან სამშობლოს მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები