Thumbnail

საბა ლობჟანიძის გუნდში კორონავირუსია - ანკარაგიუჯუ ბეშიქთაშისთვის ემზადება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ანკარაგიუჯუში ინფექცია ფეხბურთელსა და კლუბის თანამშრომელს გამოუვლინდათ
  • საბა ლობჟანიძის გუნდი თურქეთის ჩემპიონატში მნიშვნელოვანი მატჩისთვის ემზადება

საქართველოს ნაკრების გარემარბის საბა ლობჟანიძის გუნდში ანკარაგიუჯუში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. 

თურქული კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩის წინ ჩატარებული ტესტირების შედეგად, ინფექციაზე დადებითი პასუხი ფეხბურთელსა და კლუბის თანამშრომელს ჰქონდა. 

კლუბი ინფიცირებულთა ვინაობას არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ მოქმედებს ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის შესაბამისად - ინფიცირებულები იზოლირებულნი არიან, გუნდის დანარჩენ ფეხბურთელებსა და პერსონალზე კი დაკვირვება გაგრძელდება. 

26 წლის ქართველი ფეხბურთელი მაგარ ფორმაშია

ანკარაგიუჯუ, რომელიც თურქეთის სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, 24 დეკემბერს ბეშიქთაშს უმასპინძლებს. გუნდი განსაკუთრებით წარმატებით ბოლო ტურებში თამაშობს - ბოლო 3 მატჩიდან 2 მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა. რაც მთავარია, ანკარაგიუჯუს რიგებში გამორჩეულია საბა ლობჟანიძე, რომელმაც ამ შეხვედრებში 2 გოლი, თითო საგოლე პასი და მოპოვებული პენალტი მიითვალა. 

📺 საბას გოლი ბოლო ტურში

26 წლის ქართველი ფეხბურთელის გუნდს თურქეთის სუპერლიგაში ჩატარებულ 12 მატჩში 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში გასავარდნ ზონაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები