Thumbnail

ნიკოლოზ ბასილაშვილმა კიცბიუელის ფინალისთვის შური ბუდაპეშტში იძია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:4, 6:2 პაულო ლორენცი
  • მორიგი მეტოქე კანადელი თინეიჯერია

უნგრეთის ღია პირველობაზე (საპრიზო ფონდი € 501 345) წარმატებით დაიწყო ასპარეზობა საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. მან პირველ წრეში 36 წლის იტალიელ პაულო ლორენცის (66) აჯობა იოლად - 6:4, 6:2. 

შეხვედრა სულ საათსა და 20 წუთს გაგრძელდა - პირველ სეტში ბასილაშვილმა მეტოქის პირველივე გეიმი მოიგო და შემდეგ სეტი ბოლომდე მიიყვანა. მეორე სეტშიც იგივე გამეორდა, უბრალოდ, ბასილაშვილმა 4:2-ზე მეორედაც "დააბრეიქა" იტალიელის მოწოდება. 

შეგახსენებთ, რომ  2016 წელს ბასილაშვილს ATP-ის ტურნირის მოგება შეეძლო, მაგრამ ავსტრიულ კიცბიუელში ფინალში ლორენცისთან დამარცხდა - 3:6, 4:6.

ერთი წრის გავლისთვის ბასილაშვილმა 20 სარეიტინგო ქულა გაინაღდა.

მეორე წრეში ნიკას მეტოქე მე-4 ნომრად განთესილი კანადელი დენის შაპოვალოვი (43) იქნება. ქართველს და კანადელს აქამდე არ უთამაშიათ. 

მატჩი ბასილაშვილსა და შაპოვალოვს შორის 25 აპრილს გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები