Thumbnail

მას შემდეგ, რაც 21 წლის ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ მორიგი ტრავმა მიიღო, შესაძლოა, ინდიანა პეისერსში მისი შემცვლელის მოძებნაზე იფიქრონ. ამის შესახებ 8points9seconds წერს და შესაბამის ვარიანტსაც განიხილავს.

“მართებს თუ არა ინდიანას დაფიქრდეს ცვლილებებზე იმ ფონზე, როდესაც ახალგაზრდა გოგა ბითაძეს ტრავმული პერიოდი აქვს? ჩვენ ეს აუცილებლად გვესახება. ცხადია, არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გოგას ტრეიდია საჭირო. ის გუნდში უნდა დარჩეს, თუმცა, კარგი იქნება თუკი პეისერსი კიდევ ერთ მაღალ ცენტრს დაიმატებს, რადგანაც თადარიგიდან მხოლოდ ჯაკარ სიმპსონზე დაყრდნობა არასწორი გათვლა იქნება. ცხადია, ეს იოლი პროცესი არაა, რადგანაც ინდიანას განაცხადი შევსებული აქვს და ტრანსფერისთვის რომელიმე კალათბურთელთან განშორება მოუწევს. ნათელია, რომ ეს ერთ-ერთი ახალგაზრდა იქნება, სავარაუდოდ, ჯალენ ლეკე, თუმცა, შესაძლოა, კელან მარტინის ვარიანტიც იქნას განხილული. ისიც სათქმელია, რომ სატრანსფერო ბაზარზე ნამდვილად არაა დარჩენილი ბევრი ცენტრი, ვინ ყურადღებას იმსახურებს. და მაინც, არის ერთი ვარიანტი. საუბარი გვაქვს დევეინ დედმონზე, რომელსაც გასული სეზონი ძალიან არათანაბარი ჰქონდა, თუმცა, წინა წელს გვაჩვენა, რომ სარგებლიანად თამაში შეუძლია. მაშინ მისი საშუალო მაჩვენებლები 10.8 ქულა, 7.5 მოხსნა და 1.4 პასი იყო. დედმონი ფიზიკურად ძლიერია, კარგი იყო მოხსნებში და სამქულიანის სროლაც ეხერხება, ეს კი, პეისერსის ახალ მთავარ მწვრთნელ ნეიტ ბიორკგრენს ძალიან მოსწონს”.

შეგახსენებთ, რომ ბითაძემ კოჭი რამდენიმე დღის წინ დაიზიანა და დიდი ალბათობით, იანვარში საერთოდ ვერ ითამაშებს. უახლოეს ორ კვირაში გოგას კიდევ ერთხელ შეამოწმებენ და უფრო ზუსტად ეცოდინებათ, სადამდე მოუწევს იძულებითი დასვენება, წინასწარი ვარაუდით კი, მას 72-მატჩიანი რეგულარული სეზონიდან 20-25 მატჩის გამოტოვება მოუწევს.

21 წლის ქართველმა კალათბურთელმა წინა სეზონში 51 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის საშუალოდ 3.2 ქულას და 2.0 მოხსნას აკეთებდა. ტერფის ტრავმის გამო, გოგამ მხოლოდ ერთ წინასასეზონო მატჩში მიიღო მონაწილეობა და ფილადელფიასთან 5 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები