Thumbnail

'გავლენა მთლიანად უზბეკურ ფეხბურთზე' - რას ამბობენ უზბეკეთში შოთაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

შოთა არველაძემ უზბეკეთი დატოვა. ქართველ სპეციალისტს, რომელმაც ტაშკენტის ფახთაქორში სამი წელიწადი გაატარა და გუნდს ტიტულები მოაგებინა, უზბეკეთის პროფესიონალური ფეხბურთის ლიგის გენერალური დირექტორი დიორ იმომხოჯაევი თბილი სიტყვებით დაემშვიდობა.

"შოთა არველაძე დაგვემშვიდობა. გვახსოვს მისი გავლენა არამხოლოდ ფახთაქორზე, არამედ მთლიანად ჩვენს ფეხბურთზე. ფეხბურთიც რომ გვერდით გადავდოთ, ის ჩვენთვის დარჩება, როგორც ვაჟკაცური და ღირსეული ადამიანი", - წერს იმომხოჯაევი სოციალურ ქსელში.

შოთა არველაძე ფახთაქორში 2017 წლიდან მუშაობდა და 5 ტიტული მოიპოვა. 2019 წელს უზბეკეთის ჩემპიონობა, თასი და ლიგის თასი, ხოლო 2020 წელს უზბეკეთის ჩემპიონობა და თასი მოიგო. მის სამწვრთნელო შტაბში არჩილ არველაძე და გოჩა ტყებუჩავაც მუშაობდნენ.

ქართველების ხელში ფახთაქორმა არაერთი ტიტული მოიპოვა

47 წლის ქართველ სპეციალისტს აქამდე სამწვრთნელო კარიერაში თურქეთში, ქაისერისპორი, ქასიმპაშა და ტრაბზონსპორი, ასევე თელ ავივის მაქაბი გაუწვრთნია. სად გააგრძელებს შოთა არველაძე სამწვრთნელო კარიერას ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები