Thumbnail

საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონში ბრწყინვალედ იასპარეზა, პირველი ადგილი დაიკავა და მეორე დივიზიონში აღზევდა. ქართული ჰოკეის ისტორიაში ესყველაზე დიდი წარმატებაა.

ტრიუმფალური ასპარეზობის შემდეგ, საქართველოს ჰოკეის ნაკრები თბილისში დაბრუნდა, აეროპორტში კი მათ დასახვედრად რამდენიმე ათეული გულშემატკივარი შეიკრიბა, მათ შორის პატარა ქართველი ჰოკეისტები.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - საქართველოს ნაკრების დახვედრა

დახვედრის საზეიმო ნაწილის შემდეგ, საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრების წევრებმა შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს და პოპსპორტის კითხვებს უპასუხეს, მათ შორის გახლდათ ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და ბომბარდირი ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი.

ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი (საქართველოს ნაკრები)

POPSPORT: როგორია შენი შთაბეჭდილებები და ემოციები. ელოდი ასეთ წარმატებას?

ჟუჟუნაშვილი: ყველანი ძალიან გახარებულები ვართ. ტურნირისთვის კარგად მოვემზადეთ და ველოდით ასეთ წარმატებას. ჩვენთვის დიდი პატივია ქვეყნის სახელით ბრძოლა და ქართული ჰოკეის განვითარებაში წვლილის შეტანა. ჩვენი მოლოდინი გამართლდა და ეს შესანიშნავი გრძნობაა.

POPSPORT: მაინც რა იყო ამ წარმატების მთავარი მიზეზი?

ჟუჟუნაშვილი: ინდივიდუალური ოსტატობა მნიშვნელოვანია, მაგრამ თამაშს და ტურნირს ყოველთვის იგებს გუნდი. გუნდური თამაში ვაჩვენეთ, თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად მოინდომა და შედეგიც სახეზეა.  

POPSPORT: საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ხარ. უფრო კონკრეტულად გვითხარი შენი და შენი ოჯახის შესახებ?

ჟუჟუნაშვილი: რუსულად ვსაუბრობ, თუმცა ქართველი ვარ. მამა ქართველი მყავს, დედა კი რუსი. მოსკოვში დავიბადე და გავიზარდე. 5 წლიდან ჰოკეის ვთამაშობ და დღეს, ქართული გუნდის, მიმინოს ღირსებას ვიცავ. მე თვითონ მოვძებნე საქართველოს ჰოკეის ფედერაციის გვერდი ინტერნეტში და დავუკავშირდი პრესსამსახურის უფროსს. როგორც კი მომეცა საშუალება, ჩამოვედი და ჩემი ქართული კარიერაც დაიწყო. 

POPSPORT: რა უნდა გაკეთდეს უახლოესი ერთი წლის განმავლობაში, რომ ქართული ჰოკეი კიდევ უფრო განვითარდეს და საქართველოს ნაკრებმა მეორე დივიზიონშიც მიაღწიოს წარმატებას?

ჟუჟუნაშვილი: პირდაპირ ვიტყვი, რომ დღეს საქართველოში არ არის ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის განვითარებას. ბევრი უნდა ვიშრომოთ და კიდევ უფრო მოვინდომოთ. კარგი იქნება თუ კიდევ მოვძებნით ეთნიკურად ქართველ მოთამაშეებს, რომლებიც უცხოეთში წარმატებით ასპარეზობენ. მე თვითონ ვიცნობ რამდენიმე მათგანს და თუ ამ მიმართულებითაც ვიმუშავებთ, გვექნება შანსი მოვიგოთ როგორც მეორე, ისე პირველი დივიზიონი. 

ვიტალი დუმბაძე (საქართველოს ნაკრები)

“ოთხი წელი მივდიოდით ამ გამარჯვებამდე. ორი წლის წინ ახლოს ვიყავით მიზანთან, თუმცა ცოტა დაგვაკლდა და მეორე ადგილი დავიკავეთ. წელს განსაკუთრებული იმედები გვქონდა და მაქსიმალურად კარგად მოვემზადეთ. გვჯეროდა და როგორც იქნა, მივაღწიეთ მიზანს. ვაგრძელებთ შრომას და მთელი წელი გვაქვს იმისთვის, რომ მეორე დივიზიონშიც წარმატებას მივაღწიოთ. ამის იმედი რომ არ გვქონდეს, მაშინ მესამე დივიზიონში გამარჯვებას აზრი არ ექნებოდა. გვაქვს იმის რესურსი, რომ უფრო მაღალ დონეზე ვითამაშოთ. ბულგარეთთან გამარჯვების შემდეგ, ვირწმუნეთ რომ ვეღარავინ გაგვაჩერებდა”

სემიენ ხარიზოვი (საქართველოს ნაკრები)

“ემოციების ქვეშ ვარ. დიდი ხანი მოვდიოდით ამ მიზნის მისაღწევად და საბედნიეროდ, ჩვენი მონდომება დაფასდა. თითოეული ჩვენგანი ბოლომდე დაიხარჯა და მაქსიმუმი გააკეთა, რომ დივიზიონი მოგვეგო. ეს ისტორიული გამარჯვებაა საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებისთვის და ვფიქრობ, მთელი საქართველოსთვის. წარმატების საწინდარი გუნდური თამაში და ჩვენი ერთსულოვნებაა. ერთი ოჯახი ვართ, ერთი მიზანი გვამოძრავებს და ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მთავარია ასე გავაგრძელოთ და პროგრესი აუცილებლად გვექნება,. ქართული ჰოკეი ვითარდება და ეს იქიდანაც ჩანს, რომ სულ უფრო მეტი ბავშვი ინტერესდება სპორტის ამ სახეობით. ინფრასტრუქტურული პროექტებიც დაგეგმილია და მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ”

საქართველოს ჰოკეის ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს ჰოკეის ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს ჰოკეის ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს ჰოკეის ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს ჰოკეის ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს ჰოკეის ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს ჰოკეის ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს ჰოკეის ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს ჰოკეის ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს ჰოკეის ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს ჰოკეის ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს ჰოკეის ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

კომენტარები

ბოლო ამბები