Thumbnail

პირობები უკვე შეთანხმებულია! ფიური-ჯოშუას ჩხუბი რეალურია და იგეგმება

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

ტაისონ ფიურის და ენტონი ჯოშუას მოსალოდნელი ბრძოლა კრივის სამყაროს მთავარი ამბავია. ორი მძიმეწონოსანის შეხვედრა თითქმის გადაწყვეტილი ამბავი ჩანს. ამის შესახებ ჟურნალისტმა მაიკლ კოპინჯერმა პრომოუტერ ედი ჰირნზე დაყრდნობით განაცხადა.

კოპინჯერი: "ედი ჰირნი ამბობს, რომ ფიურიმ და ჯოშუამ ბრძოლის კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმეს. ბრძოლა მაისში ან ივნისში შედგება. მხოლოდ დეტალები დარჩა გასარკვევი: რომელი გამოვა ბრძოლაზე მეორე? სად შედგება დაპირისპირება და ასეთი რაღაცები."

ჰირნი ამ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია და მისი წყარო ყოველთვის დამაჯერებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ფიური-ჯოშუას სუპერდაპირისპირება თითქმის გადაწყვეტილი ამბავია. ეს ბრძოლა შემდეგ წლის პირველ ნახევარში აუცილებლად შედგება.

შეგახსენებთ, რომ ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენტონი ჯოშუა რინგზე 13 დეკემბერს დაბრუნდა. ბრიტანელი ბულგარელ კუბრატ პულევს დაუპირისპირდა და ბრძოლა ნოკაუტით მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები