Thumbnail
  • ლეროი სანე შაბათს 36 წუთში შეცვლეს
  • ბაიერნში მისი ხასიათი და დამოკიდებულება არ მოსწონთ
  • რეკორდმაისტერის 'ათიანს' კლუბის ლეგენდები აკრიტიკებენ

შაბათს ლეროი სანე მოედანზე 32-ე წუთზე შევიდა, 68-ეზე კი მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი რადიკალურ ნაბიჯზე წავიდა და სანე შეცვალა. ბაიერნმა ამის შემდეგ თამაში მოიგო - ლევანდოვსკიმ დამატებულ წუთებში გაიტანა.


შეცვლის მიზეზი ტრავმა არ ყოფილა. ფლიკს სანეს დამოკიდებულება და ქცევა იმდენად არ მოეწონა, რომ 36 წუთის შემდეგ მის ნაცვლად ახალგაზრდა მუსიალას გამოსვლა აშკარა გზავნილი იყო - ბაიერნი ასეთ დამოკიდებულებას არ მოითმენს.

უპირველეს ყოვლისა, სწორედ ხასიათისა თუ დამოკიდებულების გამო შეელია ახალგაზრდა გერმანელ ვარსკვლავს მანჩესტერ სიტიც. ხოსეპ გვარდიოლა მას აგდებულ დამოკიდებულებას და პროგრესის სურვილის ნაკლებობას ედავებოდა. ეს სანეს გერმანიის ნაკრებში მუნდიალისთვის არგამოძახებადაც დაუჯდა. სხვა მოთამაშეებს ის უბრალოდ არ უყვართ. სანეში ბაიერნმა 45 მილიონი ევრო გადაიხადა და ის მიუნხენელთა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელია. ამის მიუხედავად, ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად ვერ ვხდება და არცთუ ისე წარმატებული სტარტი ჰქონდა.  ლევერკუზენთან თამაშის შემდეგ ის ბაიერნის ხელმძღვანელობამ და კლუბის ლეგენდებმა გააკრიტიკეს.

კარლ-ჰაინს რუმენიგე: "როცა 1974 წელს, 19 წლის ასაკში ბაიერნში მოვხვდი, მთავარმა მწვრთნელმა დეტმარ კრამერმა გამაფრთხილა, ღმერთმა დიდი ტალანტი მოგცა და თავს არ დაგანებებ, სანამ ნაკრებში არ მოხვდებიო. ასე ვართ ჩვენ სანეს შემთხვევაშიც განწყობილები. მან თავისი ტალანტი სრულად უნდა გამოიყენოს. ამისთვის მან თავისი ხასიათი ბაიერნს უნდა მოარგოს.'

უფრო კრიტიკულები იყვნენ კლუბის ლეგენდები ლოთარ მათეუსი და მეჰმეთ შოლი:

მათეუსი: "ეს მოთამაშე ბაიერნს ვერ გააძლიერებს. მისგან ყოველ თამაშში სამ გოლს არავინ ელოდება, მაგრამ ემოცია და მონდომება მუდამ უნდა აჩვენოს. გარდა ამისა, ის დაცვას არ ეხმარება, ხშირად მხოლოდ უყურებს, რა ხდება - იმის ნაცვლად, რომ მიეხმაროს. გვარდიოლამაც ამიტომ გამოუშვა."

მეჰმეთ შოლი: "მან ბაიერნში კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლოს. მისი ქცევა, ჟესტიკულაცია, მიმიკები, ორთაბრძოლებში როგორ შედის - ეს ყველაფერი ბაიერნს არ შეეფერება."

სანე შეცვლის შემდეგ ძალიან გაბრაზებული იყო

ამ შეცვლის შემდეგ თავად სანეც გაბრაზებული იყო. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ფლიკი ბოლო პერიოდში მასზე მეტად 17 წლის მუსიალას ენდობა.

ბაიერნში სანეს მიმართ ნდობა საბოლოოდ ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ, თუმცა რთული სტარტის შემდეგ მისი პოზიციები გუნდში არამყარია. ასე თუ გაგრძელდა, დიდია იმის შანსი, რომ სანეზე უარი გერმანიის უპირველესმა გუნდმაც თქვას.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • ბაიერნი
  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • პსჟ
  • იუვენტუსი
  • რეალი
  • ბარსელონა
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები