Thumbnail
  • ქართველი კალათბურთელის მორიგი შედეგიანი მატჩი
  • დუდა სანაძის გუნდს 5 ტურში მხოლოდ 1 მოგება აქვს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა დუდა სანაძემ ყატარის ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. დუდას ალ ხორი ამჯერად ერთ-ერთ ლიდერ ალ არაბის გაეჯიბრა და 68:74 დამარცხდა, სანაძეს კი მის კლუბში საუკეთესო მაჩვენებლები ჰქონდა.

დუდამ შეუცვლელად ანუ 40 წუთს ითამაშა და 27 ქულა, 9 მოხსნა (2 შეტევაში), 4 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა მცველმა 17-დან 10 ორქულიანი, 7-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, სანაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა, რაც მის გუნდში ვერავინ გადაფარა.

ალ ხორს 5 მატჩში ერთადერთი მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა მე-8 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 27 დეკემბერს ალ სადთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები