Thumbnail
  • რუსეთის ეროვნული ნაკრები 18:28 რუსეთის კლუბების ნაკრები
  • ორი ქართველის ლელო რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ

რუსეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი რუსეული კლუბების მორაგბეებთან გამართა და მოულოდნელად დამარცხდა. კურიოზული ფაქტია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რუსეთის ნაკრები ამ დროისთვის ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე მორაგბეებსაც ვერ უგებს. აღსანიშნავია, რომ რუსული კლუბების მორაგბეთა ნაკრებში ქართველებიც თამაშობდნენ და ორმა მათგანმა ლელოც დადო.

ეროვნული ნაკრების მეტოქე 13 კაცით იყო დარჩენილი, როდესაც ტარიელ დონაძემ ტაიმის მიწურულს ლელოს გატანა მოახერხა და კლუბების ნაკრები დააწინაურა - 6:11.

მეორე ტაიმის 45-ე წუთზე კი თავი გიორგი ჭყოიძემ გამოიჩინა, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა და კლუბების ნაკრების უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა.

შეხვედრაში ექვსმა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა: გიორგი ჭყოიძემ, ტარიელ დონაძემ, ილია სპანდერაშვილმა, ნიკა ცირეკიძემ, რეზი ბროძელმა და ამირან ჩიტეიშვილმა. რუსები იმით იმართლებენ თავს, რომ ეს ნაკრების პირველი მატჩი იყო პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ.

კომენტარები

ბოლო ამბები